საბერძნეთში ქართველი ძიუდოისტი დააკავეს (ვიდეო)
საბერძნეთში მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებში, შმაგი სონიშვილი, იგივე ტარიელ ზინტირიდისი დააკავეს. 31 წლის სპორტსმენის დასაკავებლად ათენის გარეუბანში სპეცოპერაცია ჭატარდა. ზინტირიდისი ბერძენმა სამართალდამცავებმა 23 ბინის გაქურდვის ბრალდებით აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი ქართველი წევრი დაიჭირეს.
ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა ის ხელსაწყოები აღმოაჩინეს, რომლის დახმარებითაც ქართველები ბინებში აღწევდნენ. სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ძვირფასეულობა და დაქურდალი ნივთებია ამოღებული, მათი საერთო ღირებულება 95 ათას ევროს აღწევს.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში სპორტსმენი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მან შეჯიბრებებიდან მიღებული ჰონორარი ბიზნესში დააბანდა, საიდანაც შემოსავალს იღებდა.
შმაგი სონიშვილი საქართველოში დაიბადა. წლების წინ მან საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო, სახელი და გვარი შეიცვალა და ტარიელ ზინტირიდისი გახდა. ზინტირიდის 66 კგ. წონით კატეგორიაში საბერძნეთის სახელით ასპარეზობდა.