საბრძოლო ფრე გორში და გამარჯვებული “დილა”
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი გორში ფრედ დასრულდა. ადგილობრივმა “დილამ” ბათუმის “დინამო” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა იგრძნობოდა, რომ “დინამო” უკეთესი კლუბია. გოლი ძალიან უცნაური ავტოგოლით ბალგუმ გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან კიჭი მელიავას ჩამოწოდებული დავით ხურცილავას გამოჰქონდა, რომელმაც ძლიერი დარტყმა თანაგუნდელ ბალგუს გაარტყა და გუგეშაშვილი უშანსოდ დატოვა. ბათუმელები კვლავ აქტიურად უტევდნენ, ახლოს იყვნენ მე-2 გოლთან, მაგრამ “დილამ” შეძლო თამაში დაწყნარება და ტაიმის ბოლოს მცველების შეცდომით ლექვთაძემ ისარგებლა.
მე-2 ტაიმში “დინამო” კვლავ სჯობნიდა მეტოქეს, მაგრამ ეს საკმარისი გოლის გასატანად არ აღმოჩნდა. “დილა” 15 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, “დინამო” 11 ქულით მე-4 ადგილზეა და 1 ქულა აშორებს თბილისის “დინამოსთან” და “საბურთალოსთან”.
აღსანიშნავია, რომ “დილას” სათადარიგო სკამზე მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო, როცა, საპირისპირო მხარეს 9 მოთამაშეს ვნახავდით.
დილა 1-1 დინამო ბათუმი
გოლები: ლექვთაძე 43 – ბალგუ 18 (ავტოგოლი)
დილა: გუგეშაშვილი – ეტოუ, ხურცილავა, ბალგუ, ლაცაბიძე – ნონდი, მარკოზაშვილი – ლექვთაძე (სპანდერაშვილი 58), გორგიაშვილი (მადინგა 78), სანტოსი – კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
დინამო: ალავიძე – მელიავა (გაფრინდაშვილი 58), კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – ტეიდი (ცინცაძე 28), მანჯგალაძე – ჯიღაური, გონსალვეში (რეინალდო 85), მამუჩაშვილი – ჯოვინო