საბრძოლო ფრე ქუთაისში
დღეს გაიმართა საქართველოს 23-ე ტურის მატჩები. ტური შედგა ქუთაისშიც, სადაც გივი კილაძის სახელობის “ცენტრალურ” სტადიონზე, ქუთაისის “ტორპედო” ზუგდიდის “ზუგდიდს” დაუზავდა.
შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მე-16 წუთზე შეიქმნა. ლუკა გუგუჩიას მარცხენა ფლანგიდან მოწოდებულ კუთხურს მაჩაიძე გოდერძი გამოეხმაურა და დარტყმული ბექა შეყრილაძის კარს მცირე მანძილით ასცდა.
21-ე წუთზე, ბექა ტუღუშმა ჯარიმა მარჯვენა ფლანგიდან მოაწოდა, ზაზა ჭელიძემ თავით ბურთი გურამ ადამაძეს დაუტოვა, რომლის დარტყმულიც მეტოქიც კარს არცისე დიდი მანძილით აცდა.
მასპინძლები კვლავ უტევდნენ. 23-ე წუთზე, „ტორპედომ“ შექმნა სახიფათო მომენტი. ამჯერად, ოთარ კვერნაძემ დაარტყა, მაგრამ სხვების მსგავსად, მისი დარტყმულიც აცდა ბობღიაშვილის კარს, ამჯერად, დიდი მანძილით.
30-ე წუთზე, მირცხულავა ბაქარმა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი დაკარგა, გუგუჩიამ პასი კუტალიას გადასცდა, რომლის დარტყმულსაც ბექა შეყრილაძე ადვილად გაუმკლავდა.
37-ე წუთზე, გოგუაძეს მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით, ბექა ტუღუშის დარტყმული მეტოქის კარს სანტიმეტრებით ასცდა. ამას კუთხური მოჰყვა, რომლის შემდეგაც, გურამ ადამაძეს გოლამდე მცირედი დააკლდა.
პირველი ტაიმის ბოლო შეტევა 40-ე წუთზე განხორციელდა. კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური მოაწოდა. გოლამდე მცირედი კვლავ იმერელთა კაპიტანს დააკლდა.
მეორე ტაიმის პირველი სახიფათო მომენტი 47-ე წუთზე შეიქმნა. ოთარ კვერნაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბობღიაშვილმა მისი დარტყმული კუთხურზე მოიგერია.
59-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან სტუმრებმა ბრყწინვალე შეტევა განახორციელეს, მაგრამ შეყრილაზე საიმედო იყო.
61-ე წუთზე, ქირია დავითმა კუტალიას კარგი პასი მისცა, რომლის დარტყმულიც რაიონისპირელთა კარს მცირე მანძილით აცდა.
74-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში არეულობა იყო, ამით ზაზა ჭელიძემ ისარგებლა და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა, მან მაინც ვერ შეძლო იმერელთა დაწინაურება.
შეხვედრის ბოლო მომენტი81-ე წუთზე შეიქმნა. მასპინძლებმა ბრწყინვალე შეტევა განახორციელეს, თუმცა ზაზა ჭელიძემ ბურთს ფეხი ვერ მიარტყა, რის გამოც ანგარიში უცვლელი დარჩა.
“ტორპედო” 0:0 “ზუგდიდი”
„ტორპედო“: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, მამასახლისი(ჩიკვილაძე 84’), კირკიტაძე, იოსელიანი, ქიმაძე, ჭელიძე, კვერნაძე, გოგუაძე(ზივზივაძე ’66), ტუღუში(ბაბუნაშვილი 57’).
მთ.მწვრთნელი: გიორგი დარასელია
„ზუგდიდი“: ბობღიაშვილი, აკობია, ბაჭკორია, მაჩაიძე, რიგვავა, ქირია(კუკავა ’67), კობერიძე, გუგუჩია, წურწუმია(ენდელაძე 78’), კუტალია, ლომია(ფარჯიკია 89’).
მთ.მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: კვერნაძე ’34, იოსელიანი ’42, იოსელიანი’90+ – ქირია 27’, კობერიძე 60’
გაძევება: იოსელიანი ‘90+2(ორი ყვითელი)