“საბურთალო” — “მიდტიულანდი”: მატჩზე დასწრება თავისუფალია
ხვალ, ოთხშაბათს, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპის შეხვედრაში დანიურ “მიდტიულანდს” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი მატჩი დანიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
შეხვედრის მთავარი არბიტრი აზერბაიჯანელი რაჰიმ ჰასანოვი იქნება.
მსაჯის თანაშემწეები: ნამიკ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი), აკიფ ამირალი (აზერბაიჯანი);
მეოთხე მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი (საქართველო);
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, შეხვედრას მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელი ფერნანდო იეროც დაესწრება, რომელიც თბილისში “საბურთალოს” მოწვევით იმყოფება.