”საბურთალო” 2:1 ”ეთნიკოსი” – ნიკა კაჭარავამ ქართულ კლუბს გაუტანა
20 ივლისს, ბულგარულ შეკრებაზე მყოფმა ”საბურთალომ” ამხანაგური მატჩი ”ეთნიკოსის” წინააღმდეგ გამართა და 2:1 გაიმარჯვა.
კვიპროსული კლუბის ორივე ქართველმა ლეგიონერმა ნიკა კაჭარავამ და გიორგი ილურიძემ აღნიშნულ დაპირისპირებაში ითამაშეს. მეტიც, კაჭარავამ ”საბურთალოს” კარში გოლის გატანა და თავისი კლუბის დაწინაურებაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ”ეთნიკოსში” გადასვლის შემდეგ ჩვენებურმა თავი უკვე მეორედ გამოიჩინა.
ქართული კლუბის მხრიდან გოლების გატანა გიორგი ხარაიშვილმა, შემდეგ კი გიორგი ბუხაიძემ მოახერხეს.
”საბურთალოს” შემადგენლობა პირველი ტაიმში: ჩოჩიშვილი, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე, ფანცულაია, რუხაძე, გოშთელიანი
მეორე ტაიმი: გოშაძე, სოფრომაძე, კარასკო, ხუბაშვილი, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, ცაცკრიალაშვილი, ბუხაიძე, ლაკვეხელიანი, გარსია პენა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 23 ივლისს, ”საბურთალო” ბულგარეთში კიდევ ერთ სპარინგ მატჩს გამართავს და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება.