“საბურთალო 2”-მა ამხანაგურ შეხვედრაში “თბილისი 2016” დაამარცხა
ეროვნული ლიგის კლუბებთან ერთად, ამახანაგურ შეხვედრებს ატარებენ ახლაგაზრდული გუნდებიც.
თბილისის “საბურთალო 2”-მა პირველი სპარინგ-მატჩი “თბილისი 2016”-თან გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. დედაქალაქელთა მხრიდან გოლები ვახო კოპლატაძემ, გიორგი ივანიაძემ და ნიკა ტოკლიკიშვილმა გაიტანეს. რევაზ გოცირიძის გუნდში სინჯებზე იმყოფებიან – დანცოვი, კობესოვი და გელაშვილი, რომლებიც რამდენიმე დღეა “საბურთალო 2”-ის შემადგენლობაში ვარჯიშობენ.
მორიგ შეხვედრას “საბურთალო”-2 “ლოკომოტივის” ძირითად გუნდთან გამართავს. მატჩი 25 იანვარს საგურამოში 14:00 საათზე დაიწყება.