WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (344558) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“საბურთალო” 3 – 1 “დილა”

თარიღი: ოქტომბერი 23, 2017

დღეს ეროვნული ლიგის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა თბილისში, სადაც “საბურთალომ” გორის “დილას” უმასპინძლა.

შეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო, პირველი მომენტი კი გორელებმა შექმენს, წიქარიძის კარგი მოქმედების შემდეგ, “საბუთალო” კუპატაძემ იხსნა გაშვებული გოლისაგან. თავის მხრივ თბილისელთაგან შინდაგორიძემაც ვერ გამოიყენა თავისი შანსი. საბოლოოდ “საბურთალო” მაინც დაწინაურდა. 45-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის საჯარიმო დარტყმა მუჯრიშვილმა მოიგერია, მაგრამ ვადაჭკორიას გადაყვეტილებით გოლი ჩაითვალა.

მეორე ტაიმში გორელები გააქტიურდნენ, 50-ე წუთზე ირაკლი ძარიას დარტყმის შემდეგ თბილისელები ხარიხამ იხსნა. სცენარი პირველი ტაიმის მსგავსათ წარიმართა, “დილა” გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში გორელებმა ყურადღება მოადუნეს, ხარაიშვილის ჩაწოდებას კოხრეიძე გამოეხმაურა და ანგარიში ორამდე გაზარდა. გორელებმა ვეღარაფრი გააწყვეს. 70-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და დუბლი გაიფორმა. “დილამ” შეხვედრის მიწურულს მაინც გაიტანა თავის გოლი, თავი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გიორგი ფანცულაიამ გამოიჩინა.

სასტარტო შემადგენლობები:

“საბურთალო” – 17. ლაზარე კუპატაძე, 2. ნოდარ იაშვილი, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. ცოტნე ნადარაია, 6. თედორე გრიგალაშვილი, 9. ლაშა შინდაგორიძე, 10. გიორგი ხარაიშვილი C, 20. ელვინ ტერა, 24. თორნიკე თარხნიშვილი, 25. გიორგი კოხრეიძე, 93. ნდუე მუეცი.

“დილა” – 30. მიხეილ მუჯრიშვილი, 4. გიორგი ფოფხაძე, 7. ლუკა რაზმაძე (C), 10. თენგიზ წიქარიძე, 11. ლევან ნონიკაშვილი, 14. გიორგი ფანცულაია, 20. ალიუ აბუბაკარი, 27. გივი ქარქუზაშვილი, 37. დათო კირკიტაძე, 71. გილერმე მორასი, 88. ირაკლი ძარია.



მსგავსი სიახლეები