“საბურთალო” “ატირაუს” შეხვდება

თარიღი: თებერვალი 11, 2014

მორიგი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება თურქეთში შეკრებაზე მყოფი “საბურთალო” – ხვალ, თემურ შალამბერიძის შეგირდები ყაზახურ “ატირაუს” დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი რიგით მესამე იქნება. მანამდე ჩვენი გუნდი ჯერ “ჩერნო მორეს” გაეჯიბრა, შემდეგ კი “მონტანასთან” მოსინჯა ძალები.

რაც შეეხება მომავალ მეტოქეს – “ატირაუ” ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარია. 2012-2013 წლების სეზონზე ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა. კლუბი 1980 წელსაა დაარსებული, თუმცა “ატირაუს” სახელს 2001 წლიდან ატარებს.
ყაზახურ კლუბში ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ გუნდში ლეგიონერებიც ასპარეზობენ. უცხოელ ფეხბურთელთა რიცხვში ქართველი გიორგი ფეიქრიშვილიც (საქართველოში ბოლოს “დინამოში” თამაშობდა) არის, რომელმაც გასული სეზონი 10 ნომრიანი მაისურით ჩაატარა. კლუბში ირიცხებიან ნიგერიელი, გერმანელი და ბელორუსი ფეხბურთელები.
“ატირაუ” უკვე რამდენიმე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, კლუბმა 4 თებერვალს ამხანაგური მატჩი ბულგარეთის “ჩერნო მორესთან” გამართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მანამდე გერმანიის რეგიონ ლიგის “ჰაველსთან” 1:2 წააგო. რამდენიმე დღის წინ კი “ზეტას” მოუგო 1:0, ერთადერთი ბურთი მატჩის მიწურულს ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელმა ალექსეი შეტკინმა შეაგდო.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ბელიავსკია. “ატირაუ” საშინაო შეხვედრებს “მუნაის” სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8690 გულშემატკივარს იტევს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყაზახეთში ახალი 2014-2015 წლების სეზონი მარტის შუა რიცხვებში დაიწყება.

ფეხბურთში ჩახედულ ადამიანებს ეცოდინებათ, თუ როგორი პროგრესი განიცადეს ყაზახებმა შინაურ პირველობაზე. მართალია, სანაკრებო დონეზე წარმატებებით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა საკლუბო დონემ აშკარად იმატა – ფაქტობრივად ყველა კლუბი მაღალ ბიუჯეტიანი გუნდებია, მათ არც ინფრასტრუქტურა დაეწუნებათ. ასე, რომ ოთხშაბათს ჩვენ გუნდს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

fcsaburatlo.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა