“საბურთალო” ბულგარელებთან დამარცხდა

თარიღი: თებერვალი 5, 2014

“საბურთალომ” პირველი სპარინგ-მატჩი გამართა თურქეთში – ჩვენი დღევანდელი მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი “ჩერნო მორე” იყო, რომელიც თავის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა. შეხვედრა სლავების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. ბულგარელებმა მესამე და მათთვის გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთებზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს. იმ ეპიზოდში ჩვენს კარში პენალტის დანიშვნით თავად ბულგარელებიც გაკვირვებულან – გვითხრა სატელეფონო საუბარში ჩვენი გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა კახა კაშიამ.
დღევანდელი ჩვენი მოწინააღმდეგე შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდა. თუმცა, მალე ჩვენმა გუნდმა ინიციატივა ხელთ იგდო და ნელ-ნელა “ჩერნო მორეს” საჯარიმოს გაუშინაურდა. მაგრამ ტაიმი ბულგარელებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.
მეორე ნახევარში მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ცვლილებებს მიმართა და თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. მინიმუმამდე ანგარიში გურამ გოშთელიანმა შეამცირა – 1:2. რამდენიმე წუთში კი ჩვენებმა შეხვედრაში წონასწორობა აღადგინეს, თავი ბლიაძემ გამოიჩინა. საბოლოოდ, როგორც უკვე ზემოთ გითხარით, მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბულგარელებმა მსაჯის მიერ “გამოგონილი” პენალტით 3:2 იმარჯვეს.
უფრო დაწვრილებით თამაშის შესახებ და ფეხბურთელების შეფასებას ხვალ შემოგთავაზებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას საბურთალოელები 8 თებერვალს, ასევე ბულგარეთის უმაღლესლიგელ “ბეროესთან” გამართავენ.
ჩვენმა გუნდმა დღეს შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
გოშაძე, ბეროშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი, ბიძინაშვილი, გოცირიძე, წივილაშვილი, ჩაბრაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: მამუჩაშვილი, მენთეშაშვილი, ბარამიძე, ჩომახიძე, თევზაძე, ბლიაძე, წოწონავა, გოშთელიანი, ხორხელი.

fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ივან პერიშიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ივან პერიშიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, საუკეთესო მე-3 ადგილოსანი აღმოჩნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო კოვაჩიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მატეო კოვაჩიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა, ხორვატიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით, 2-1 დამარცხდა. ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატია – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხორვატიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადრიან გულა: “საქართველოს ნაკრების მიზანი ნათელი იყო”

სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გულამ საქართველოსთან გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ხორვატიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. “ჩვენ, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძე: “როდის იყო პატარას დიდთან გასვლია?”

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა, გიორგი არაბიძემ სლოვაკეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

გინება, ფურთხება, პროვოკაცია – რა მოხდა სლოვაკეთი – საქართველოს მატჩის ბოლო წუ

18 ნოემბერს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად სლოვაკეთს დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები აგრესიულ სლოვაკებთან ჩხუბით დამარცხდა (ვიდეო)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევი ეტაპის მე-5 მატჩში სლოვაკეთის ნაკრებს ესტუმრა და 3-2 დამარცხდა. ანგარიში მე-8 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატია რაკიტიჩის და მოდრიჩის გარეშე დარჩა

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ხვალინდელ შეხვედრაში ივან რაკიტიჩი და ლუკა მოდრიჩი არ მიიღებენ მონაწილეობას. რაკეტა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილია: “მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან კარგი თამაში გველოდება”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძეს 3-4 თვე გაუცდება

თურქული “ადანასპორის” 21 წლის ნახევარმცველს, გიორგი არაბიძეს ტრავმის გამო 3-4 თვე გაუცდება. არაბიძემ კოჭის ტრავმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – საფეხბურთო სამყარო კვლავ გაერთიანდა

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაჭერილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა. თბილისის “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “დარწმუნებული ვარ, წინ მეტი სიხარული იქნება!”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 26 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა [&hellip...
წაკითხვა