“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს!

თარიღი: ივლისი 17, 2019

16 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის “საბურთალო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდა.

თბილისურ გუნდს მოლდოვაში 3:0 ჰქონდა მოგებული და ცოტა თუ იფიქრებდა იმას, რომ “შერიფი” თბილისში პრობლემებს შეგვიქმნიდა. თუმცა, მატჩის დაწყებიდან ათ წუთში “შერიფი” უკვე სამბურთიანი უპირატესობით იგებდა, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში თანაბარი (3:3) გახდა. “საბურთალო” თბილისში 1:3 დამარცხდა, თუმცა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მე-3 წუთზე ანგარიში ლატიფიმ გახსნა, მე-8 წუთზე საბურთალოელთა კაპიტანმა, გაგი მარგველაშვილმა ავტოგოლი გაიტანა, მე-10 წუთზე კი ტამბემ საკუთარი გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა. მეორე ნახევარში “საბურთალო” უკეთ ათამაშდა. 59-ე წუთზე ლუკა ლაკვეხლიანმა საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, როლოვიჩმა კი გოლი გაიტანა და ანგარიში 1:3 გახადა.

72-ე წუთზე “შერიფის” მცველმა პალჩიჩმა წითელი ბარათი მიიღო. გოლის გატანის შანსი ჰქონდა გიორგი გაბედავას, რომლის თავურის შემდეგ ბურთი სტუმართა კარს მცირედით ასცდა. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მოლდოველთა საჯარიმოში ხელით თამაში ორჯერ არ დააფიქსირა, ორივე შემთხვევაში პენალტის დანიშვნა თავისუფლად შეიძლებოდა. რამდენჯერმე “შერიფსაც” ჰქონდა გოლის გატანის მცდელობა. 93-ე წუთზე გეგა დიასამიძემ ხელიდან 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი გაუშვა. ორი მატჩის ჯამში “საბურთალომ” 4:3 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ზაგრების “დინამო” იქნება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წარმოუდგენელი ამბავი – ყაზანის “რუბინის” მაისურებზე ნომრები ხელით დააწერ

უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზანის “რუბინი” სტუმრად პოლონურ “რაკუვს” უპირისპირდება. მატჩის პირველ ნახევარში &...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჯეკ გრილიში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია

პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, “მანჩესტერ სიტიმ”, ჯეკ გრილიშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. “ქალაქელებმა” ინგლისელ ვარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” “სივასპორსთან” 1-2 წააგო

ბათუმის “დინამო” თურქული “სივასპორი” მიიღო და 1-2 წააგი. ანგარიში 54-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა გახსნა, ჯეიმსმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლიონელ მესი “ბარსელონაში” აღარ ითამაშებს

ლიონელ მესი კატალონიის “ბარსელონაში” აღარ ითამაშებს. ეს ინფორმაცია დღეს კლუბმა ოფიციალური განცხადებითაც დაადასტურა. “მიუხედავად იმის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” VS “სივასპორი” (სასტარტო შემადგენლობა)

ბათუმის “დინამო” 9 საათზე თურქულ “სივასპორს” უმასპინძლებს. ცნობილია, “დინამოს” სასტარტო შემადგენლობა. დინამო: კუპა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” 567 ათას ლარად იყიდება – ინვესტორს ბევრი ვალდებულება ექნება

ქუთაისის “ტორპედო” ქუთაისის მერიამ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა და საწყისი თანხა 567 ათას ლარს შეადგენს. ინვესტორს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბოლოოდ: რა სახელი დაერქვა ბათუმის “დინამოს” არენას?

ბათუმის “დინამოს” სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებული აუქციონი კომპანია “აჭარაბეთმა” მოიგო, რაშიც 5 წელიწადში 8.7 მილიონ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ “ჩელსიში” გადასვლას დათანხმდა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ლონდონის “ჩელსიშიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

Breaking: გიორგი მამარდაშვილი “მილანის” წინააღმდეგ ძირითადშია!

20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაშია და “მილანის” წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 22...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი ათასი ლარი მიიღო “დინამო ბათუმმა” 10 ათასი ბილეთის გაყიდვით?

საქართველოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ბათუმის “დინამოს” მატჩებს ესწრება და ახალ სტადიონზე 20 000 ადამიანი ეტევა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის ახალმა ფოტოებმა ფანების დიდი კრიტიკა გამოიწვია

“პარი სენ-ჟერმენი” სუპერთასის მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა “ლილთან”. ამ დროს კი ნეიმარ ჟუნიორი შვებულებაში იმყოფება. ...
წაკითხვა