საბურთალო პირველ ლიგას ლიდერობს
წარმატებულ სვლას განაგრძობს “საბურთალო” – თბილისელებმა ბათუმში “ადელს” შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ნახევარი საბურთალოელებმა ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგეს, თუმცა მიღწეულს არ დაკმაყოფილდნენ და მეორე ტაიმში კიდევ ხუთჯერ გაიტანეს. საბოლოოდ, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს.
მიუხედავად ზღვისპირეთში ცუდი ამინდისა, ახალგაზრდა საბურთალოელებს ლამაზი თამაშის ჩვენებაში ბუნებას ხელი არ შეუშლია. მე-12 წუთზე სტუმრებმა რამდენიმე შეხებიანი კომბინაცია გაითამაშეს, ზუსტი დარტყმით კი ხარაიშვილმა დააგვირგვინა. მეორე გოლი ტაიმის მიწურულსგოშთელიანმა შეაგდო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და…
მეორე ტაიმი ახალი განახლებული იყო, რომ იმავ გოშთელიანმა დუბლი გაიფორმა აქტივში. მალე უკვე სენეგალელი მუჰამედ დიოპის ჯერი დადგა, რომელმაც სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. მასპინძლების კარი მეხუთედ მცველმა ჯიმი ტაბიძემ აიღო. მომდევნო სიხარული კი გუნდს ბიძინაშვილმა მოჰგვარა, როდესაც ანგარიში 6:0 გახადა. საბოლოო შედეგიც სწორედ ამ უკანასკნელმა დააფიქსირა – ირაკლიმ 87-ე წუთზე შეხვედრის უკანასკნელი ბურთი გაიტანა.
30 აგვისტო. “ადელი”. 200 მაყურებელი
ადელი – საბურთალო 0:7 (0:2)
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (12), 0:2 გოშთელიანი (42), 0:3 გოშთელიანი (49), 0:4 დიოპი (54), 0:5 ტაბიძე (58), 0:6 ბიძინაშვილი (79), 0:7 ბიძინაშვილი (87).
მთ. მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი
ტურის დარჩენილი შეხვედრები:
ჩხერიმელა 0-0 სასკო
სტუ 3-2 ჭიათურა
მაჭახელა 1-5 ლაზიკა
ლოკომოტივი 3-2 სამგურალი
B ჯგუფში მეორე ტურის მატჩები ხვალ გაიმართება. შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება.
დინამო 2 – მეშახტე
მერცხალი – საპოვნელა
კოლხეთი ხობი – ბორჯომი
ალგეთი – ბეთლემი
სქური – გაგრა