“საბურთალო” რუსებს დაუპირისპირდება
თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” გეგმაზომიერად აგრძელებს თურქულ შეკრებას. ჩვენი გუნდი ხვალ რუსეთის მეორე ლიგის წარმომადგენელ “დოლგოპრუდნის” შეხვდება, რის შემდეგაც 3 კვირიანი შეკრება დასრულდება. ხვალინდელი მატჩის დაწყების ზუსტი დრო ამ წუთისთვის საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი, თუმცა წინასწარი შეთანხმებით ქართულ-რუსული დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
როგორც “საბურთალოს” ტექნიკურმა დირექტორმაკახა კაშიამ გვითხრა, ვარჯიში განაახლა ჯიმი ტაბიძემ, რომელსაც ხელის ტრავმა ჰქონდა. მომჯობინდა და სავარაუდოდ ხვალინდელ მატჩში განაცხადში იქნება გიორგი ხორხელი. უკეთ გრძნობენ თავს ჩაბრაძე და ლორენცო, რომლებსაც ასევე მცირე ტრავმები აწუხებდათ. რაც შეეხება ზურაბ მენთეშაშვილს, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ასპარეზობა “დოლგოპრუდნისთან” გამორიცხულია.
ჩვენი გუნდი თურქეთიდან 23 თებერველს წამოვა და დედაქალაქში ორშაბათს იქნება.
fcsaburatlo.ge