“საბურთალო” სანკტ-პეტერბურგის “ზენიტისა” და მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ
“საბურთალო” ზამთრის დასკვნით შეკრებაზე მიემგზავრება. თბილისური გუნდი ვალენსიის მიმდებარედ, ქალაქ ალბირში 14 თებერვლამდე გაჩერდება.
ესპანურ შეკრებაზე “საბურთალო” ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მეტოქეები სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი”, მოსკოვის ცსკა, ავსტრიული “ადმირა” და ესპანეთის ქვედალიგელი “ალკოიანო” იქნებიან.
გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვება ნიკოლოზ მალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე თბილისში რჩება ელვინ ტერაც, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
“საბურთალო” ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლევან კაკუბავა, ჟულიუს ბლიკი, ჟარდელ ნაზარე, ანრი ჭიჭინაძე, იურიხ კაროლინა, თედორე გრიგალაშვილი, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი გაბედავა, ჟეროენ ლუმუ, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია.