“საბურთალო” საქართველოში არა, მაგრამ ბელარუსში თამაშობს

თარიღი: მარტი 27, 2020

როცა მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია, ბელარუსის ლიგა არ ჩერდება და ალექსანდრე ლუკაშენკო ფეხბურთელებს ჭაჭასა და საუნას ურჩევს.

საინტერესოა, რომ “საბურთალოს” 3 ყოფილი ფეხბურთელი ბელარუსში თამაშობს.

მონტენეგროელი თავდამსხმელი ოგნიენ როლოვიჩი “მინკსში” გადავიდა. როლოვიჩს “საბურთალოში” იდეალური სტარტი ჰქონდა და კლუბის ისტორიაში ევროპა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა.

სოლიგორსკის “შახტარში” “საბურთალოს” 2 გამორჩეული ნახევარმცველი, გეგა დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე ირიცხება.

ბათუმის “დინამოდან” წასული ბრაზილიელი გაბრიელ რამოსიც ბელარუსში წავიდა.

მსგავსი სიახლეები