“საბურთალო” შეკრებას თურქეთში გაივლის
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” აგრძელებს მოსამზადებელ ეტაპს. გუნდი ჯერჯერობით კვლავ “ბენდელაზე” ვარჯიშობს, 20-25 იანვრამდე კი გლდანში მდებარე კლუბის აკადემიაში შეკრებაზე გადავა.
გეცოდინებათ, რომ თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით გუნდი 2-22 თებერვლამდე თურქეთში გაემგზავრება და დასკვით მოსამზადებელს ციკლს სწორედ კურორტზე გაივლის.
მანამდე, კი ცნობილია იმ მოწინააღდეგე გუნდების ვინაობა, რომლებსაც “საბურთალო” გამგზავრებამდე დაუპირისპირდება – 18 იანვარს ჩვენი გუნდი “ბენდელას თასზე” “მარნეულს” შეხვდება. თბილისელები 25 რიცხვში ასევე “ბენდელას” თასზე აზერბაიჯანულ “კარდაგთანაც” მოსინჯავენ ძალებს, ხოლო 31 იანვარს რუსთავის კლუბს დაუპირისპირდებიან.
ასევე ცნობილია თურქეთში ამხანაგური მატჩების თამაშების განრიგი: “საბურტალო” სპარინგ-მატჩებს 5, 8, 12, 15, 18 და 21 იანვარს გამართავს. სავარაუდო მეტოქეების სიაში არიან ბულგარეთის უმაღლესლიგელი “ბეროე”, მეორე ლიგელები – “მონტანა” და “ბანსკო”. საბურთალოელები ძალებს უკრაინის პირველ ლიგელ “ალექსანდრიასთანაც” მოსინჯავენ. ჩვენი გუნდი ყაზახეთის ქვედალიგელ “კასპსაც” დაუპირისპირდება. რაც შეეხება კიდევ ერთ მეტოქეს, მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.