“საბურთალო” შეკრებაზე გადავიდა
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, რომელიც მეორე წრისთვის ემზადება, დღეიდან შეკრებაზე გადავიდა – ჩვენი გუნდი გლდანში, კლუბის აკადემიაში მოემზადება და იქვე საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში იცხოვრებს. დედაქალაქელები ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში დარჩებიან.
“დღეიდან შეკრებაზე ვიქნებით, “საბურთალოს” აკადემიაში 25 იანვრამდე დავრჩებით. ორჯერად საწვრთნელ პროცესზე გადავდივართ – დილაობით ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ვიმუშავებთ, საღამოობით კი ვარჯიშები ტექნიკურ-ტაქტიკურ დეტალებს დაეთმობა”, – საუბარში გვითხრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არ არის გამორიცხული გუნდი ერთი-ორი ფეხბურთელით გაძლიერდეს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ თბილისურ კლუბში დარჩება გუნდის ცენტ ფორვარდი რევაზ გოცირიძე.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი კლუბი “ბენდელას” თასზე მორიგ მატჩს 25 იანვარს აზერბაიჯანის “კარდაგთან” გამართავს. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.
fcsaburtalo.ge