საბურთალოელებმა გუშინდელი მატჩი შეაფასეს

თარიღი: თებერვალი 6, 2014

გუშინ “საბურთალომ” შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა – ჩვენი გუნდისა და “ჩერნო მორეს” შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ოთხშაბათს გამართულ მატჩზე კომენტარი ჯემალ ტაბიძესა და გიორგი ხორხელს ვთხოვეთ. ფეხბურთელებმა თურქული შეკრების შესახებაც გვიამბეს:

ჯემალ ტაბიძე: “ჩერნო მორესთან” დაძაბული მატჩი გამოდგა, მთლიანობაში მეტოქემ კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის დებიუტი წარუმატებელი გამოგვივიდა, ცოტა არეულები ვიყავით, რაც ორ გაშვებულ გოლში აისახა. თუმცა, შემდეგ, ნელ-ნელა გამოვასწორეთ თამაში და მეორე ნახევარში ჯერ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება, შემდეგ გათანაბრება მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ამის მერე ძალები უფრო ვირწმუნეთ, თუმცა სამწუხაროდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მსაჯმა ჩვენს კარში აბსურდული თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
გუშინდელ ჩვენს მოწინააღმდეგეს ეტყობოდა, რომ გამოცდილი კლუბი იყო, მათ არც ტექნიკა დაეწუნებოდათ. რაც უფრო ძლიერ კლუბებთან ვითამაშებთ, ამით უფრო მეტ გამოცდილებას შევიძენთ. სწორედ, ასეთი კლუბების წინააღმდეგ თამაშით უნდა ვისწავლოთ და განვითარდეთ.
რაც შეეხება თურქეთში მზადებას, იდეალურ პირობებში გვიწევს შეკრება, ყველაფერი მაღალ დონეზეა. საწვრთნელი პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და იმედი მაქვს მეორე წრეს მომზადებულები შევხვდებით”.
გიორგი ხორხელი: “ჩვენი გუშინდელი მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი იყო, რომელიც თავის ჩემპიონატში მოწინავეთა შორისაა. აქედანაც ჩანს, რომ ძლიერ მეტოქესთან გვქონდა საქმე. ვცდილობდით წინააღმდეგობის გაწევას, მეტ-ნაკლებად ეს მოვახერხეთ კიდევაც, მაგრამ ბოლო გაშვებულმა გოლმა, ყველას გული დაგვწყვიტა. არადა, შეიძლება ითქვას, თამაში შემოვატრიალეთ…
მეტოქე გუნდი ძირითადად მარცხენა ფლანგიდან გვიტევდა, ბულგარელები მეორე სართულზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ, მაგრამ მატჩის მსვლელობისას “ჩერნო მორეს” თამაშს ავუღეთ ალღო და გამოვასწორეთ, როგორც შედეგი, ასევე ხარისხი.
მთლიანობაში ჩვენს გუნდს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. იმედი მაქვს მომდევნო თამაშებში უფრო უკეთ წარმოვაჩენთ თავს. ძალიან დიდ გამოცდილებას ვიძენთ, რაც მომავალში აუცილებლად წაგვადგება”.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი  ზეგ, 8 თებერვალს ასევე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელთან გამართავს. მომავალ სპარინგ-მეტოქეს ხვალ წარვადგენთ.

fcsaburtalo.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა