“საბურთალომ” 10-კაციან “ტორპედოს” გადაურბინა
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “საბურთალო” მიიღო და 0-4 განადგურდა. ყველაფერი მე-11 წუთზე დაიწყო და დამთავრდა, როცა გურამ ადამაძემ ტერას დარტყმული ბურთი კარიდან ხელით გამოიტანა. მსაჯმა პენალტი დანიშნა და ადამაძეს წითელი უჩვენა. პენალტი ზუსტად მარგველაშვილმა შეასრულა. ზუსტად 2 წუთში გიორგი გულიაშვილმა ელიგაში მისი პირველი გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლოს ქავთარაძემ პენალტით “საბურთალოს” შემადგენლობაში პირველი გოლი შეაგდო და ნახევარი ასე დასრულდა.
საბოლოო ანგარიში ქავთარაძემ 64-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით დააფიქსირა და “საბურთალომ” ქუთაისური გუნდი 0-4 გაანადგურა.
თბილისელებს 12 ქულა დაუგროვდათ და მე-2 ადგილზე გადავიდნენ. “ტორპედო” 5 ქულით მე-9 პოზიციაზე დარჩა.
ტორპედო 0-4 საბურთალო
გოლები: მარგველაშვილი 12 (პ), გულიაშვილი 14, ქავთარაძე 42/64
ტორპედო: ბულისკერია – ტაბატაძე, კასრაძე, ადამაძე, ბობკო – მარკოვიჩი (აბულაძე 46), ივანიშვილი, ჯანელიძე, ციცქიშვილი (შარვაშიძე 67) – პონომარი (მირცხულავა 13), ფანცულაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
საბურთალო: კუპატაძე – ტაბატაძე (მალი 58), ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხველიანი (ნაზარე 75)- ალთუნაშვილი, ცნობილაძე, ტერა – გულიაშვილი (ლუმუ 69), ქავთარაძე
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე