“საბურთალომ” – “აკტობე” დაამარცხა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი მოზარდ ფეხბურთელებს შორის, რომელიც “ბენდელას” სტადიონზე ჩატარდა – საერთაშორისო შეხვედრა, სადაც “საბურთალოს 2001 წლიანების გუნდმა ყაზახურ “აკტობეს” თანატოლებს უმასპინძლა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 2:1 მორჩა. საბურთალოელეთაგან გოლები ნოდიკო აფრიდონიძემ და ამიკო ნოზაძემ გაიტანეს, სტუმართაგან გატანილი გოლით თავი საიასატ ჟოლმანმა გამოიჩინა.
შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, ეს ყოველივე კი მალე გატანილ გოლებში აისახა – ანგარიში აფრიდონიძემ გახსნა, რამდენიმე წუთში კი თავისიანების უპირატესობა დამაჯერებელი ამიკო ნოზაძემ გახადა. ჩვენს მოზარდებს სხვაობის კიდევ უფრო გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ შესვენებამდე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს.
მეორე ნახევარში სათამაშო ტემპი შედარებით დაეცა, ნორჩ ფეხბურთელებს ძლიერი სიცხის გამო მოედანზე გადაადგილება უჭირდათ. ორივე გუნდის შემადგენლობიდან მწვრთნელებმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიმდინარეობდა, როდესაც სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს.
“აკტობეს” დელეგაციაში კლუბის მესვეურების გარდა, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორიც იმყოფებოდა. ბუნებრივია, სტუმრები მოზარდების თამაშს დაესწრნენ. კლუბის ხელმძღვანელებმა – პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ და “სალერის” წარმომადგენელმა გოჩა თამაზაშვილმა სტუმრებს როგორც ყოველთვის “საბურთალოს” სუვენირები გადასცეს.
“საბურტალომ” გუნდმა დღეს შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ლეჟავა, მელიქიშვილი, სამსონია, კალანდაძე, ხარაიშვილი, ცალუღელაშვილი, კაპანაძე, აფრიდონიძე, ფაცაცია, ნოზაძე, კიკნაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: ასკურავა, მუშკუდიანი, შაქარაშვილი, აფციაური, ფილაური, ბახტაძე.