“საბურთალომ” და “ბეთლემმა” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს
ცოტა ხნის წინ დასრულებული მატჩი “საბურთალოსა” და “ბეთლემის მონაწილეობით 1:1 მორჩა. თავდაპირველად დებიუტში სტუმრები დაწინაურდნენ, პენალტიდან თავიდარჩიძემ გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმის ბოლოს ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო – 85-ე წუთზე ჩაბრაძემგაიტანა.
დღევანდელი შეხვედრის წინ გუნდები გათამაშების ცხრილში მეზობლად იმყოფებოდნენ, აქედან გამომდინარე ორივე გუნდისთვის მატჩი მნიშვნელოვანი იყო.
“ბეთლემთან” “საბურთალოს” სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა – ტაბიძე, წივილაშვილი, ხარაიშვილი, მარგველაშვილი, მამუჩიშვილი და ლარკი.მთავარმა მწვრთნელმა 17-წლამდელთა ნაკრებიდან დაბრუნებულ მეკარეებს – გოშაძესა და ქურდაძეს დასვენება ურჩია. აქედან გამომდინარე, გიორგი ჭიაბრიშვილს, როგორც შემადგენლობაში, ასევე 18 კაციან სიაში იძულებითი ცვლილებების მოხდენა მოუწია.
მატჩი “საბურთალოსთვის” უსიამოვნოდ დაიწყო – ფეხბურთელები ნორმალურად გახურებულნი არ იყვნენ, რომ სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს – პენალტი ზუსტად გამოცდილმა ვიტალი დარჩიძემ გამოიყენა – 0:1.
მე-17 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც “საბურთალოს” ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ რატი კაკიაშვილმა ახლო მანძილიდან თავით დარტყმული კარს მცირედით ააცილა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ძირითადი ბრძოლა მოედნის შუაში იყო. 37-ე წუთზე კი ჩვენს გუნდს მორიგი ხელსაყრელი ეპიზოდი შეექმნათ, როდესაც რამდენიმე სვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, დამამთავრებელ ფაზაშიბიძინაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე ხორხელი გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი კარს ზემოთ გადააცილა.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი თამაშის განმავლობაში საყვარელ კლუბს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ ნორჩი საბურთალოელები. ჩვენი სკოლის მომავალი თაობა სხვა და სხვა შეძახილებით ამხნევებდნენ და გვერდში ედგნენ “საბურთალოს” ფეხბურთელებს.
მეორე ტაიმის საწყის წუთებზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკველაზარე კუპატაძემ ითამაშა საიმედოდ და ბურთი კუთხურზე მოიგერია. “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ცვლილებებს მიმართა, მოედანზე ნადარაია, წოწონავა, რუხაძე და ჩაბრაძე გამოვიდნენ. მართალია, მეორე ტაიმში ვფლობდით სათამაშო უპირატესობას და ბურთს ძირითადად ვაკონტროლებდით, მაგრამ რეალურ საგოლე ეპიზოდამდე საქმე იშვიათად მიდიოდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში რევაზ გოცირიძეს შეეძლო თავისიანების გახარება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. 85-ე წუთზე კი “საბურთალომ” გათანაბრება მოახერხა, გოლი კი ლამაზი გამოდგა – კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ჩაბრაძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ლამაზი თავური დარტყმით თავისიანები გაახარა – 1:1. ბოლოს მასპინძლებს გამარჯვებაც შეძლოთ, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბეროშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ამ უკანასკნელის სახიფათოდ დარტყმული ბურთი ახლო კუთხეში, არაზუსტი გამოდგა.
fcsaburtalo.ge
გაგაცნობთ პირველი ლიგის სხვა შედეგებს:
სტუ 0-5 დინამო ბათუმი
კოლხეთი ხობი 5-3 ბახმარო
სამტრედია 3-1 სასკო