“საბურთალომ” და “ბეთლემმა” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

თარიღი: აპრილი 3, 2014

ცოტა ხნის წინ დასრულებული მატჩი “საბურთალოსა” და “ბეთლემის მონაწილეობით 1:1 მორჩა. თავდაპირველად დებიუტში სტუმრები დაწინაურდნენ, პენალტიდან თავიდარჩიძემ გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმის ბოლოს ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო – 85-ე წუთზე ჩაბრაძემგაიტანა.

დღევანდელი შეხვედრის წინ გუნდები გათამაშების ცხრილში მეზობლად იმყოფებოდნენ, აქედან გამომდინარე ორივე გუნდისთვის მატჩი მნიშვნელოვანი იყო.
“ბეთლემთან” “საბურთალოს” სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა – ტაბიძე, წივილაშვილი, ხარაიშვილი, მარგველაშვილი, მამუჩიშვილი და ლარკი.მთავარმა მწვრთნელმა 17-წლამდელთა ნაკრებიდან დაბრუნებულ მეკარეებს – გოშაძესა და ქურდაძეს დასვენება ურჩია. აქედან გამომდინარე, გიორგი ჭიაბრიშვილს, როგორც შემადგენლობაში, ასევე 18 კაციან სიაში იძულებითი ცვლილებების მოხდენა მოუწია.
მატჩი “საბურთალოსთვის” უსიამოვნოდ დაიწყო – ფეხბურთელები ნორმალურად გახურებულნი არ იყვნენ, რომ სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს – პენალტი ზუსტად გამოცდილმა ვიტალი დარჩიძემ გამოიყენა – 0:1.
მე-17 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც “საბურთალოს” ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ რატი კაკიაშვილმა ახლო მანძილიდან თავით დარტყმული კარს მცირედით ააცილა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ძირითადი ბრძოლა მოედნის შუაში იყო. 37-ე წუთზე კი ჩვენს გუნდს მორიგი ხელსაყრელი ეპიზოდი შეექმნათ, როდესაც რამდენიმე სვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, დამამთავრებელ ფაზაშიბიძინაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე ხორხელი გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი კარს ზემოთ გადააცილა.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი თამაშის განმავლობაში საყვარელ კლუბს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ ნორჩი საბურთალოელები. ჩვენი სკოლის მომავალი თაობა სხვა და სხვა შეძახილებით ამხნევებდნენ და გვერდში ედგნენ “საბურთალოს” ფეხბურთელებს.
მეორე ტაიმის საწყის წუთებზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკველაზარე კუპატაძემ ითამაშა საიმედოდ და ბურთი კუთხურზე მოიგერია. “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ცვლილებებს მიმართა, მოედანზე ნადარაია, წოწონავა, რუხაძე და ჩაბრაძე გამოვიდნენ. მართალია, მეორე ტაიმში ვფლობდით სათამაშო უპირატესობას და ბურთს ძირითადად ვაკონტროლებდით, მაგრამ რეალურ საგოლე ეპიზოდამდე საქმე იშვიათად მიდიოდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში რევაზ გოცირიძეს შეეძლო თავისიანების გახარება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. 85-ე წუთზე კი “საბურთალომ” გათანაბრება მოახერხა, გოლი კი ლამაზი გამოდგა – კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ჩაბრაძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ლამაზი თავური დარტყმით თავისიანები გაახარა – 1:1. ბოლოს მასპინძლებს გამარჯვებაც შეძლოთ, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბეროშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ამ უკანასკნელის სახიფათოდ დარტყმული ბურთი ახლო კუთხეში, არაზუსტი გამოდგა.

fcsaburtalo.ge

 

გაგაცნობთ პირველი ლიგის სხვა შედეგებს:

სტუ 0-5 დინამო ბათუმი

კოლხეთი ხობი 5-3 ბახმარო

სამტრედია 3-1 სასკო



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა