“საბურთალომ” “დნიპროს” იოლად სძლია

თარიღი: დეკემბერი 19, 2013

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” “სალერის თასის” გათამაშების მეორე სათამაშო დღეს დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” 3:0 დაამარცხა და “ატლეტიკოსთან” ერთად ვადაზე ადრე მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება.

თქმაც არ უნდა, ჩვენი ჭაბუკები უდიდეს გამოცდილებას იღებენ, რაც მომავალში ქართველ ფეხბურთელებს უთუოდ წაადგებათ. გუშინ “მაკაბისთან”, დღეს “დნიპროსთან” მოსინჯეს ძალები, ახლა დარჩენილ დღეებში კი უკვე ორჯერ მადრიდის “ატლეტიკოს” გაეჯიბრებიან – ხვალ ჯგუფის შეხვედრაში, 22 დეკემბერს კი ფინალურ მატჩში. ტურნირის რეგლამენტიდან გამომდინარე, ჯგუფური მატჩების დასრულების შემდეგ პირველ-მეორე ადგილებზე გასული კლუბები ფინალში ხვდებიან ერთმანეთს. მეორე ტურის შემდეგ კი ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
ქართულ-უკრაინული გუნდების თამაშს ვიპ ლოჟიდან თვალს მრავალი სტუმარი ადევნებდა. მათ რიცხვში იყო ინგლისის “ლივერპულის” სკაუტი, რომელიც სპეციალურად ამ ტურნირისთვის ჩამოვიდა ჩვენს დედაქალაქში.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, თემურ შალამბერიძის ბიჭებს მრავლად ჰქონდათ კარის აღების საშუალება, მაგრამ “დნიპროს” კარის ბადის შერხევა სამჯერ შეძლეს. შეხვედრის დებიუტში ტანმაღალმა გაგი მარგველაშვილმა სტანდარტულის შემდეგ თავური დარტყმით დააწინაურა თავისიანები. 30-ე წუთისთვის კი ანგარიში უკვე 2:0 იყო – გურამ გოშთელიანმა დასწრებაზე კარგად ითამაშა და მეკარეს ოსტატურად დაურტყა ბურთი.
მეორე ნახევარში კვლავ მასპინძლები დომინირებდნენ, გოლის გატანის შანსები იმავ გოშთელიანმა,წივილაშვილმა და ბლიაძემ ვერ გამოიყენეს. ერთი-ორჯერ სტუმრებსაც შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში ვერ იყოჩაღეს. საბოლოო ანგარიში ირაკლი რუხაძემ დააფიქსირა და სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გატანილი გოლით კიდევ ერთხელ გაახარა. უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში ტრავმები მიიღეს დავით წოწონავამ და რატი კაკიაშვილმა. ამ უკანასკნელმა კი საერთოდ მინდორზე გასვლაც ვერ მოახერხა – “საბურთალოს” მცველი მოთელვაზე დაშავდა.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს – 12:00 საათზე “დნიპრო”- “მაკაბის”, ხოლო 16:00 საათზე “საბურთალო” – “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

19 დეკემბერი: “ბენდელა”. 350 მაყურებელი
საბურთალო – დნიპრო 3:0 (2:0).

საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი, ბარამიძე, ბლიაძე, წოწონავა, წივილაშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბეროშვილი, რუხაძე, გვარაძე, ნადარაია, ალთუნაშვილი.

დნიპრო: შუტკო, კოშელევი, ბაგინსკი, ნალიბაიკო, ჩებერკო, კოლოჩანი, ბალაკანი, ფხაკაძე, უსაჩევი, ბაჩივანჯი, ვიტენკო.
ცვლილებაზე შევიდნენ: ლედნიოვი, სინკევიჩი, ვენედიკტოვი, პროვკინი.

გოლები: 1:0 მარგველაშვილი (3), 2:0 გოშთელიანი (30), 3:0 რუხაძე (89).
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

1. ატლეტიკო      2  2  0  0  6:2  6
2. საბურთალო    2  2  0  0  5:1  6
3. მაკაბი            2  0  0  2  1:4  0
4. დნიპრო          2  0  0  2  2:5  0

http://fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარს პარიზში ქანდაქება დაუდგეს (ფოტო)

ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს, პარიზში ძეგლი დაუდგეს. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეში: “პარიზში ყოფნა მხოლოდ ერთი კვირით არის კარგი”

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა, პრესასთან საუბრისას პარიზი, როგორც ქალაქი, საჯაროდ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ 36 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდეში: “კრიშტიანუსგან საუკეთესო ჯერაც არ გვინახავს”

ჟორჟე მენდეშმა პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავის აგენტს, კრიშტიანუ რონალდუს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიცფელდი: “ბასტიანისგან დიდებული მწვრთნელი დადგება”

მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა, ოტმარ ჰიცფელდი, ბასტიან შვაინშტაიგერს დიდ სამწვრთენლო კარიერას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ ბასტიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც საკუთარი ავტომობილით საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა, ავტოავარიაში მოყვა. “მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხარაიშვილი: “ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ხარაიშვილმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გიბრალტარის წინააღმდეგ გამართულ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” “საბურთალოს” 17 და 19-წლამდელებით ეთამაშება

ქუთაისის “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. “19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არნოლდი პირველი მცველი გახდა პრემიერ ლიგის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ხარაიშვილის ტრავმამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მოგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ იყო საუკეთესო გიბრალტართან მატჩში?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში გიბრალტარს ძალიან მძიმედ, 2-3 მოუგო. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა ესპანეთის სახელით თამაშზე უარი თქვა

ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კატალონიისა და ესპანეთის პოლიტიკურ დაპირისპირებას. საქმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს სტუმრად ძლივს მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრაში გიბრალტარს ესტუმრა და მძიმედ, 2-3 […]...
წაკითხვა