“საბურთალომ” ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ისტორიაში პირველად თბილისის “საბურთალო” გახდა. “საბურთალო” ჯერ კოხრეიძეს ულამაზესი გოლით დაწინაურდა, 7 წუთში კი გაბედავამ მე-2 ბურთიც შეაგდო. პირველ ნახევარში “ლოკოს” გათანაბრება შეეძლო, თუმცა დარცმელიამ ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
მე-2 ნახევარში “ლოკომოტივი” გააქტიურდა და 52-ე წუთზე სიხარულიძემ პენალტით შეამცირა სხვაობა. თამაშის ბოლოს კი ლევან კაკუბავამ კუთხურიდან გათამაშების შემდეგ საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.
გია ჭიაბრიშვილთან ერთად გუნდმა 1 წლის განმავლობაში ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და საქართველოს თასი დაისაკუთრა. ევროპა ლიგაზე კი პლეი-ოფიდან გამოვარდნენ.
საბურთალო 3-1 ლოკომოტივი
გოლები: კოხრეიძე 12, გაბედავა 19, კაკუბავა 89 – სიხარულიძე 52
საბურთალო: კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი – ტერა, ალთუნაშვილი – ტაბატაძე (ცნობილაძე 86), გ. კოხრეიძე (ლაშა კოხრეიძე 67), გორგიაშვილი (ყენია 61) – გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე – შონია, დარცმელია (ჯიქია 82) – თ. კირკიტაძე (ინჯგია 30), სამურკასოვი, დ.კირკიტაძე (გვალია 78) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე