„საბურთალომ“ ჩემპიონატის კალენდარი და მოსამზადებელი მატჩების განრიგი დაასახელა
გუშინ საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის მატჩების წილისყრა შედგა.
უმაღლესი ლიგის ახალწვეულმა, თბილისის „საბურთალომ“, თავის ოფიციალურ გვერდზე მატჩების კალენდარი დაასახელა. თუმცა, სათქმელია, რომ შეხვედრების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.
მაშ ასე, საბურთალოელთა მიერ გამოქვეყნებული კალენდარი ასე გამოიყურება:
პირველი ტური: ცხინვალი – საბურთალო
მეორე ტური: საბურთალო – ჩიხურა
მესამე ტური: დინამო – საბურთალო
მეოთხე ტური: საბურთალო – სამტრედია
მეხუთე ტური: გურია – საბურთალო
მეექვსე ტური: საბურთალო – სიონი
მეშვიდე ტური: შუქურა – საბურთალო
მერვე ტური: საბურთალო – საპოვნელა
მეცხრე ტური: ლოკომოტივი – საბურთალო
მეათე ტური: კოლხეთი (ფ) – საბურთალო
მეთერთმეტე ტური: საბურთალო – მერანი
მეთორმეტე ტური: ზუგდიდი – საბურთალო
მეცამეტე ტური: საბურთალო – დილა
მეთოთხმეტე ტური: ბათუმი – საბურთალო
მეთხუთმეტე ტური: საბურთალო – ტორპედო
მანამდე კი, „საბურთალო“, უმაღლესი ლიგის დაწყების წინ, შეკრებას გაივლის და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. თავდაპირველად კლუბი დუშეთში გამგზავრებას 23 ივლისს გეგმავდა, თუმცა შეკრების დაწყება 25 ივლისზე გადაიტანეს.
რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, „საბურთალო“ 21 ივლისს, „ბენდელაზე“, უმაღეს ლიგაში ასულ სხვა კლუბს, თერჯოლის „საპოვნელას“ უმასპინძლებს. სამ დღეში „საბურთალოელები“ დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე „დინამოს“ შეხვდებიან, 29 ივლისს კი „ბენდელაზე“ „ცხინვალს“ დაუპირისპირდებიან. ამხანაგურ მატჩს „საბურთალო“ ექვს აგვისტოსაც გეგმავს, თუმცა მისი მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.