“საბურთალომ” “კარდაგი” მეორე ტაიმში გატეხა

თარიღი: იანვარი 26, 2014

“საბურთალომ”, რომელიც “ბენდელას” თასზე ასპარეზობს დღეს დაძაბულ და ხისტ ბრძოლაში აზერბაიჯანის პირველი ლიგის ბინადარი “კარდაგი” დაამარცხა 2:1. პირველ ტაიმში ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა მობილიზება შეძლეს და საბოლოოდ მათთვის სასურველი შედეგი დააფიქსირეს. გოლები კი ერთმანეთზე ლამაზი გაიტანეს.

ვიდრე უშუალოდ მატჩის პერიპეტიებზე მოგახსენებთ, მანამდე გეტყვით, რომ აზერბაიჯანული კლუბი საქართველოში შეკრებაზე იმყოფება და “ბენდელას” თასზე ასპარეზობს. ჩვენი დღევანდელი მეტოქე თავისი ქვეყნის პირველ ლიგაში ასპარეზობს. პირველი წრის შემდეგ ისინი გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და უმაღლესში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატები არიან. როგორც ჩვენთან საუბარში “კარდაგის” სამწვრთნელო შტაბმა განაცხადა, მათი მიზანი 2014-2015 წლებში უძლიერესთა შორის თამაშია. მეზობლებისგან ასევე შევიტყვეთ, რომ გუნდის საშუალო ასაკი 22-23 წელია. აზერბაიჯანელებმა ისიც გვითხრეს, რომ თავიანთი ფეხბურთის დებულების თანახმად, აუცილებელია კლუბში ადგილობრივი 21 წლის ექვსი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ყავდეს.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ თამაშს – მთლიანობაში საინტერესო და ხისტი მატჩი გამოდგა, ფეხბურთელები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. გეცოდინებათ, რომ ჩვენი გუნდი ხუთ დღიან შეკრებაზე იყო გადასული, სადაც დილა-საღამოობით ვარჯიშობდნენ.
ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგე ერთი შეხედვით ათლეტური გუნდი ჩანდა, გამოსარჩევი იყო მათი დაცვის რგოლი, სადაც ტანმაღალი ფეხბურთელები მოქმედებდნენ.
მატჩის დებიუტი ჩვენთვის არცთუ სასიამოვნოდ დაიწყო – მერვე წუთზე ადინ მახმუდოვმა თავისიანები დააწინაურა. თემურ შალამბერიძის შეგირდებს გათანაბრება მალევე შეეძლოთ, მაგრამ 22-ე წუთზეხარაიშვილმა თერთმატმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. რამდენიმე წუთში მასპინძლებმა რამდენიმე შეხებიანი კომბინაცია გაითამაშეს, ჩაბრაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გოცირიძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამლორენცომ შეუშალა ხელი… გამოსარჩევი და აღნიშვნის ღირსი იყო სტუმრების მიერ სტანდარტული ჯარიმების შესრულება – საჯარიმოს ფარგლებს გარედან ყუმბარისებულად ურტყამდა ეზმილ ბაბაევი – ამ უკანასკნელმა ერთხელ მცირედით ააცილა ჩვენს კარს ბურთი, მეორედ კი კუპატაძემ იყოჩაღა და რთულად ასაღები ბურთი მოიგერია.
შესვენებაზე თემურ შალამბერიძემ ცვლილებებს მიმართა და შედეგიც გამოიღო – აქტიურად ჩაერთვნენ თამაშშიბიძინაშვილი და ხორხელი. სწორედ, აღნიშნული ფეხბურთელების აქტიურობას მოჰყვა გოლები – 50-ე წუთზეთევზაძემ გამოზომილი გადაცემა უპასა ბიძინაშვილს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა. ამ უკანასკნელმა კი ყველაფერი ტექნიკურად “შეასრულა” და ანგარიშიც გაათანაბრა.
თვალშისაცემი იყო ხორხელის მოქმედებაც – ახალგაზრდა ფეხბურთელი დრიბლინგითა და საინტერესო მანევრებით გამოირჩევა, ასევე კარგი “ცაცია” აქვს და შორი მანძილიდან ძლიერადაც ურტყამს. ხორხელმა ერთ-ერთ ეპიზოდში ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, ცოტა ხანში კი შესაშური და ულამაზესი დარტყმით ცხრიანში ააფართხალა ბურთი – 2:1.
“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება, ერთადერთი მეკარე ბექა ქურდაძე იყო, რომელიც მინდორზე არ გამოსულა.
ამ გამარჯვებით ჩვენს გუნდს “ბენდელას” თასზე ერთი მოგება და ამდენივე მარცხი დაუგროვდა. მომდევნო მატჩს საბურთალოელები 1 თებერვალს “მცხეთა-პარკზე” “ვიტ ჯორჯიასთან” გამართავენ.
საბურთალო: კუპატაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი, ლორენცო, ალენი, ჩაბრაძე, გოცირიძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: ჩომახიძე, გვარაძე, ბიძინაშვილი, ბლიაძე, წივილაშვილი, ხორხელი, ჭოხონელიძე, ბეროშვილი.

fcsaburtalo.ge

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა