“საბურთალომ” ლადო დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა

თარიღი: ივლისი 20, 2018

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” მატებაა. კლუბმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები – ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა. ამ უკანასკნელს ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრავმა აწუხებდა, თუმცა მომჯობინდა და თბილისელთა შემადგენლობაში უკვე თვეზე მეტია ვარჯიშობს. როგორც მოგეხსენებათ, თარგამაძე ბოლოს უკრაინულ გუნდებში თამაშობდა – “ოლექსანდრია”, “მარიუპოლი” და დონეცკის “შახტარი”, 2008-2010 წლებში კი გერმანული “ფრაიბურგის” ღირსებას იცავდა. თარგამაძე იყო 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2011 წელს კი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. 28 წლის ნახევარმცველს ქვეყნის პირველი გუნდის რიგებში ჩატარებულ 19 მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება დვალიშვილს, მას სამშობლოში თბილისის “დინამოში”, ბათუმის “დინამოსა” და რუსთავის “ოლიმპში” უთამაშია. მისი ევროპული კარიერა 2008-2009 წლებში რიგის “სკონტოში” თამაშით დაიწყო. შემდეგ იყო ჰაიფას “მაკაბი” პოლონეთის “პოლონია”, “ლეგია” და შეცინის “პოგონი”, ასევე უთამაშია დანიის “ოდენსეში”. საკლუბო დონეზე დვალიშვილს 285 მატჩი აქვს ჩატარებული და 111-ჯერ შეძლო გოლის გატანა. 32 წლის თავდამსხმელს ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებულ 34 მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

საბურთალოელთა შემადგენლობაში სიახლეა ისიც, რომ გუნდს დაუბრუნდა თბილისის “ლოკომოტივში” იჯარის წესით განათხოვრებული დაჩი ცნობილაძე.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნული ლიგის მომდევნო წრისთვის მზადებას დღეს “ზესტაფონის” ბაზაზე არსებულ სტადიონზე შეუდგა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების თილისმა, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია!

საქართველოს ნაკრების თილისმა, კაცი, რომელსაც ყველა ქართველი გულშემატკივარი იცნობს, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია. მამასახლისი, რომელიც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე “ტენერიფეს” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას “ტენერიფეში” გააგრძელებს. კაკაბაძე “ტენერიფეს” შვეიცარიული “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ურუგვაული შემტევი წყვილი? “ატლეტიკო” სუარესის შემდეგ კავანის ეპატიჟება

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელოს. Goal-ის ცნობით, ესპანელებმა ურგვაელ ფეხბურთელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” ჰეთრიკი 30 წლის ცხვრების მწყემსმა და დელფინებზე მონადირემ შეუსრულა (

თბილისის “დინამო” ფარერებში “კლაკსვიკთან” 6-1 უშანსოდ განადგურდა და ჰეთრიკის ავტორი პალ კლეტსკარდი გახდა. კლეტსკარდის პროფესიი...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის წითელი ბარათი “ბაზელთან” მატჩი (ვიდეო)

“ანორთოსის” შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბაზელის” წინააღმდეგ 2 ყვითელი ბარათი მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” ღირსეული მარცხი, “დინამო” გაუქმდა !

ქართული გუნდები ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ. თბილისის “ლოკომოტივს” “გრანადას” კარის მიმართულებით დარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გრანადა” – “ლოკომოტივი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება. უკვე ც...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ლოკომოტივმა 3 მწვრთნელი გამოიცვალა და “გრანადას” ძა

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრანადასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო მანინო: “ბობკომ გუნდი თვითნებურად დატოვა, კასრაძეს 3-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზ

ქუთაისის “ტორპედოს” იტალიელმა პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ გუნდის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. “ძვირფასო ტორპედოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ცხოვრებაში არ მქონია ასთმა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და დღესდღეობით უზბეკური “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქართველმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კაჭარავამ “სამტრედია” დატოვა

საფეხბურთო გუნდი “სამტრედია” კახა კაჭარავამ დატოვა. გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი მწვრტნელი “სამტრედიიდან&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევროპული საქართველო” ფედერაციას: “სტადიონი პარლამენტის გვერდით არ ააშენ

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს და მოუწოდებს, საფეხბურთო მოედნები პარლა...
წაკითხვა