“საბურთალომ” ლევან კობიაშვილს უპასუხა

თარიღი: მარტი 20, 2021

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უპასუხა.

“ხეჩიკაშვილი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ კლუბის. ეს კლუბი ცალკე იურიდიული პირია და მას უნდა ჰკითხოთ, რატომ წყვეტს დაფინანსებას. შეიძლება, ფინანსური პრობლემები აქვს. გასაგებია, რომ კრიზისია, პანდემიაა და, შესაძლოა, რაიმე ფინანსური პრობლემა ჰქონდეს ბინზესიდან გამომდინარე. დიდია ხანი ფედერაციის დავალიანება აქვთ, ასი ათასობით ლარი. ჩვენს ინფრასტრუქტურას იყენებენ, რადგან არ გააჩნიათ საკუთარი სტადიონი და ამის გადასახადს არ იხდიან” – ეს კობიაშვილის განცხადებაა.

საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად და ობიექტური სურათის წარმოსაჩენად გვინდა კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ ზემოთ აღნიშნულ კომენტარს:

საბურთალოსა და ტარიელ ხეჩიკაშვილის თანამშრომლობა უკვე ორ ათეულ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში არაერთი კრიზისისა თუ კატაკლიზმების გადატანა მოუხდა ჩვენს ქვეყანას და მიუხედავად ამისა, არც წარსულში და არც ახლა
პანდემიისა და გლობალური კრიზისის ჟამს, კლუბის დაფინანსება არ შეუწყვეტია ბ-ნ ტარიელს, ასე რომ აპელირება რაიმე სავარაუდო კრიზისზე არ მიგვაჩნია მართებულად.

საფეხბურთო საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ საბურთალოს აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ამ მიზნის მისაღწევად კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, გადამზადდნენ მწვრთნელები, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო ტურნირი. ბუნებრივია, ყოველივე ეს მრავალ მილიონიანი ინვესტიციების შედეგად გახდა შესაძლებელი. ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი და აკადემიის განვითარება კვლავ რჩება კლუბის პრიორიტეტულ საკითხად, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი პარტნიორების შენარჩუნება.

რაც შეეხება საშინაო არენას – მთავარი გუნდი სარგებლობს “მიხეილ მესხის” არენით, რაშიც იჯარით დაკისრებულ თანხას კლუბი წლებია პატიოსნად იხდის. მოიჯარის და მეიჯარის ურთიერთობა სტანდარტული პროცესის ფარგლებს არ გაცდენია, მაგალითისთვის მოვიყვანთ ბოლო ორი თვის მონაცემებს – იანვარში დასაფარი იყო 70,089 ლარი რაც თებერვლისთვის შევამცირეთ 42,856 ლარამდე. იჯარით გადასახდელი თანხის ზრდა და კლება სტანდარტული პროცესია და მართვას ექვემდებარება. ხოლო საბურთალო წლებია ინარჩუნებს კეთილსინდისიერი მოიჯარის და გადამხდელის სტატუსს. ასე რომ კომენტარში მოყვანილი ფაქტი თითქოს ფედერაციის ინფრასტრუქტურით უფასოდ ვსარგებლობთ და რამოდენიმე ასეულ ათასი ლარი გვაქვს დავალიანება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვფიქრობთ, “საბურთალო” იყო კერძო ინვესტორსა და საფეხბურთო ოჯახს შორის თანამშრომლობის წარმატებული მოდელი და მაგალითი, როგორც სხვა გუნდებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. თუმცა, დღეს შექმნილი მდგომარეობა ერთნაირად აზიანებს, როგორც ჩვენს კლუბს, ასევე მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია დიალოგის რეჟიმში, კონცენტრირება გაკეთდეს იმ პრობლემების განხილვაზე, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს”, – წერია “საბურთალოს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხეჩიკაშვილმა “საბურთალოს” დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება პროფესიულ დონეზე რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და მიზეზად, ქართულ ფეხბურთში არსებული ცუდი მდგომარეობა დაასახელა. გადაწყვეტილება დაემთხვა “დინამოსთან” 4-3 მარცხს, როცა “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი მიკერძოებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სოფია პრიჩინა – ულამაზესი უკრაინელი მსაჯი (ფოტო)

სოფია პრიჩინა უკრაინელი არბიტრია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა საფეხბურთო დივიზიონების მატჩებში მუშაობს....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულთან” განადგურების შემდეგ ვან დე ბეეკი მარტო ვარჯიშობდა (ვიდეო)

ოლე გუნარ სულშერის მიერ დაწუნებული ნიდერლანდელი ტალანტი, დონი ვან დე ბეეკი, ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობას არ აპირებს

მადრიდის “რეალის” ყოფილ თავკაც ზინედინ ზიდანს აქტიურად აკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედთან”. პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუიოლი: “ჩავის “ბარსას” გაწვრთნის შანსი მიეცემა”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის შესაძლო შეცვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა. “დღესდღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანრი მესის პრობლემებზე: “პსჟ” ჯერ კიდევ მბაპეს გუნდია”

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის პრობლემებზე ისაუბრა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ჯერ კიდევ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი: “პოგბა ქაოსს იწვევს! არაფერი დაგვაკლდება, თუ საერთოდ აღარ ითამაშებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მატჩის შემდეგ თავისი პოზიცია დააფიქსირა....
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “ჩვენი ფანები ამაზე გაცილებით მეტს იმსახურებენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ სოციალურ ქ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის შეტევისას “მარსელის” ფანი გამოეკიდა (ვიდეო)

24 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში მარსელის “ოლიმპიკმა” საკუთარ მოედანზე პსჟ მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გააცილეს “ბარსელონას” ფანებმა რონალდ კუმანი (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” მტკივნეული მარცხი იწვნია. მადრიდის “რეალმა” კატალონიური გრან...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისმა ბათუმის წაგებით ისარგებლა, “სამტრედია” შეუძლებელი შეძლო

ეროვნული ლიგის 31-ე ტური უდავო აიტსაიდერისა და პირველადგილოსნის მატჩით გაიხსნა. “სამტრედია” შეხვედრამდე მთავარმა მწვრთნელმა დატოვა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ახვლედიანმა ეროვნულ ლიგაში უსწრაფესი გოლი შეაგდო (ვიდეო)

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედოს” თავდამსხმელმა თორნიკე ახვლედიანმა “თელავს” უსწრაფესი გოლი მე-17 წამზე გაუტანა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანის პირველი კომენტარი “ელ კლასიკოში” მარცხის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ: “უკვე ფსკერზე ვართ”

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის მატჩში “ლივერპულთან” უშანსოდ განადგურდა. პრინციპულ მეტოქესთან ხუთბურთიანი სხვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეხვედრა გაიმართა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორ...
წაკითხვა