“საბურთალომ” “მაკაბი ჰაიფა” დაამარცხა

თარიღი: დეკემბერი 18, 2013

“სალერის თასის” პირველი დღის მეორე შეხვედრაში “საბურთალომ” “მაკაბი ჰაიფას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თუმცა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე საბურთალოელებმა იძალეს და პირველი გამარჯვებაც იზეიმეს. მართალია, შეხვედრა უხეში არ იყო, თუმცა გუნდებმა მატჩი 10-10 ფეხბურთელებით დაასრულეს.

თემურ შალამბერიძის შეგირდებმა მატჩი აქტიურად და მობილიზებულად დაიწყეს. საწყის 45 წუთში მასპინძლები სრულად აკონტროლებდნენ თამაშს და ერთი-მეორის მიყოლებით მრავლად შექმნეს სახიფათო მომენტები. დებიუტში ლუკა ბლიაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. მალე გიორგი თევზაძემ დაარტყა ცაციათი, მაგრამ მეკარე იდან რობინოვმა ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია. მასირებულმა შეტევებმა შედეგი 30-ე წუთისთვის გამოიღო, როდესაც კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა მოხდენილი დარტყმით სტუმართა კიპერი უშანსოდ დატოვა – 1:0.
შესვენებაზე, ვიდრე ფეხბურთელები მწვრთნელებისგან დარიგებებს იღებდნენ, მანამდე გულშემატკივრები, რომლებიც მრავლად იყვნენ “ბენდელაზე”, “სალერის თასთან” დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ჩვენს არენაზე ბევრ საინტერესო ადამიანს მოჰკრავდი თვალს – ხუმრობა ხომ არაა ისეთი დონის კლუბების მასპინძლობა, როგორებიც “ატლეტიკო”, “დნიპრო” და “მაკაბი” არიან. პირველივე დღემ აჩვენა, რომ ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია – მატჩს თვალს ადევნებდნენ, როგორც სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, ასევე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები, ესპანური და უკრაინული კლუბების ხელმძღვანელები. ტრიბუნებზე ებრაელ გულშემატკივრებსაც შენიშნავდით, ასევე იყვნენ სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებიც.
რაც შეეხება მეორე ნახევარს, რომელიც დაძაბული და ასევე საინტერესო გამოდგა, საწყის წუთებზე მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურებაც მართებდათ, მაგრამ ლუკა ბლიაძემ ორჯერ ხელსაყრელი ეპიზოდი ქარს გაატანა – ჯერ ახლო მანძილიდან მეკარეს ვერ აჯობა, მალევე კი რამდენიმე მეტრიდან დარტყმული ბურთი, კარს ზემოთ გადააცილა.
68-ე წუთზე თბილისელები უმცირესობაში დარჩნენ – ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა ჯენერი ხორავამ რატი კაკიაშვილს წითელი “აუნთო”. სტუმრებმა სტანდარტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც იარდენ კოჰენის გასროლილი, მცირედით ასცდა გოშაძის კარს.
უმცირესობაში დარჩენის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში უპირატესობას ჰაიფელები დაეუფლნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში აშკარა გოლისგან გადავრჩით – ცვლილებაზე შესულმა კატაბმა რამდენიმე მეტრიდან ბურთს ფეხი ააცილა, არადა გოლი გარდუვალი ჩანდა. თუმცა, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს – მეტოქის დაცვის შეცდომით კარგად ისარგებლა მოჰამად ავადმა, სისწრაფეში გზად რამდენიმე მეტრი გაირბინა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მატჩში წონასწორობა აღადგინა – 1:1.
მართალია, მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, მაგრამ ჯერ ებრაელთა მხრიდან გოლის ავტორს მიუთიტეს გასახდელისკენ და გუნდებმა 10-10-ზე განაგრძეს შეხვედრა. შემდეგ კი საბურთალოელებმა გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდეს – მარჯვენა ფლანგიდან ირაკლი რუხაძის ჩაწოდების შემდეგ, სანდრო ალთუნაშვილმათავური დარტყმით თავისიანები წინ გაიყვანა.
საბოლოოდ შეხვედრა 2:1 დასრულდა, ამ გამარჯვებით “საბურთალომ” და “ატლეტიკომ” პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულა დააგროვეს და სწორედ აღნიშნული გუნდები ინაწილებენ პირველ-მეორე ადგილებს. ხვალ ტურნირის მეორე დღეა – 12:00 საათზე “ატლეტიკო” “მაკაბის” შეხვდება, “საბურთალო” კი “დნიპროს” 15:00 საათზე უმასპინძლებს.

საბურთალო – მაკაბი  2:1 (1:0)
საბურთალო: გოშაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი, ბარამიძე, ბლიაძე, წოწონავა, წივილაშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბეროშვილი, მარგველაშვილი, რუხაძე, გვარაძე, ნადარაია, ალთუნაშვილი.
მაკაბი: რობინოვი, გაბაი, სტუპინი, გურფაინკელი, ფადიდა, ი. კოჰენი, ველბლუმი, ა. კოჰენი, ბენ სარი, ო. კოჰენი, ავადი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბერუჩი, კათაბი, ბოჰბორტი, ჰარაზი.
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (35), 1:1 ავადი (79), 2:1 ალთუნაშვილი (86).
გაძევება: კაკიაშვილი (68), ავადი (81).
მთავარი მსაჯი: ჯ. ხორავა

 

http://fcsaburtalo.ge/

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა “გენკს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “გენკსა” და “ლივერპულს” შორის მიმდინარე მატჩის 57-ე წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მასპინძელთა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო ფირმინოს გასაოცარი პასი “გენკთან” მატჩში (ვიდეო)

23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “გენკსა” და “ლივერპულს” შორის მიმდინარე მატჩში რობერტო ფირმინომ სადიო მანეს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიმ” ამსტერდამის “აიაქსთან” ბოლო წუთებზე გატანილი გოლით გაიმარ

23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ამსტერდამის “აიაქსისა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებამ გახსნა. ჰოლა...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასის ფინალში თბილისური დერბი შედგება

საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის “საბურთალო” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან. “საბურთალომ” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა “ჩელსის” 19-წლამდე გუნდმა “აიაქსს” ჩემპიონთა ლ

უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს “აიაქსისა” და “ჩელსის” 19-წლამდე გუნდები უპირისპირდებიან. შეხვედრაში ანგარიში მე-...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” “გარეჯი” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში გავიდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის “ლოკომოტივი” გავიდა. “ლოკომოტივმა” მე-4 ლიგელი “გარეჯი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა “პარი სენ-ჟერმენში” იმდენივე მატჩი გამოტოვა, რამდენიც ჩაატარა

22 ოქტომბერს “პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ბელგიაში “ბრიუგე” გაანადგურა (0:5). აღნიშნულ შეხვედრაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილმა მსაჯმა ვიდეორეფერის მუშაობა გააკრიტიკა: “ვის დასცინიან?”

ინგლისურ ფეხბურთში ვიდეორეფერის ტექნოლოგიის დანერგვამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღნიშნულ საკითხს საჯაროდ გამოეხმაურა პრემიერ ლიგის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლა ჯონ სტოუნსს გაუბრაზდა (ფოტო)

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და მეტოქე 5:1 დაამარცხა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიო ფერდინანდი: “სტერლინგი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტის” შემტევი რაჰიმ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელმა ფეხბურთელებმა უჩივლეს “ტორპედოს” FIFA-ში?

ქუთაისის “ტორპედოში” დიდი ფინანსური კრიზისია და გუნდი ხელფასების გაცემას უკვე თვეებია ვერ ახერხებს. უმძიმესი სიტუაციიდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” გადაწყვეტილება ერთი მატჩით შეცვალა – ნახევარფინალში მთავარი გ

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის 2 მატჩი გაიმართება. ქუთაისის “ტორპედო” მიხეილ მესხზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოლიმპიაკოსის” ულტრასებმა “ბაიერნის” ფანები დაასისხლიანეს (ვიდეო)

22 ოქტომბერს 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც ერთმანეთს “ოლიმპიაკოსისა” და “ბაიერნის” ახალგაზრდული გუნდები დაუპირისპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში შევიდა

22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა შედგა ბერძნულ “ოლიმპიაკოსსა” და გერმანულ “ბაიერნს” შორის. მატჩი […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპემ ლიონელ მესის რეკორდი დაამხო

22 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად “ბრიუგეს” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 […]...
წაკითხვა