”საბურთალომ” ”საპოვნელა” გაანადგურა
საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ”, რომელიც ბულგარეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, 27 ივლისს ამხანაგური მატჩი პირველი ლიგის თერჯოლის “საპოვნელასთან” გამართა და მეტოქე ორნიშნა ციფრით დაამარცხა -10:0.
პირველ ნახევარში თბილისელებმა მოწინააღმდეგეს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანეს, მეორეში კი ოთხი. თითო-თითო გოლები გიორგი ხარაიშვილმა, თედორე გრიგალაშვილმა და გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანეს. მეტოქის კარი ორ-ორჯერ შეარხიეს გიორგი ბუხაიძემ და ირაკლი რუხაძემ, ხოლო ჰეთ-თრიქი ესპანელმა გარსია პენამ მიითვალა.
პირველი ტაიმი: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, სოფრომაძე, ცაცკრიალაშვილი, რუხაძე (გარსია პენა 43), მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ბუხაიძე.
მეორე ტაიმი: ქურდაძე, იაშვილი (ალთუნაშვილი 75), მარგველაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, სოფრომაძე, ჩაბრაძე, ხარაიშვილი (ნადარაია 81), გარსია პენა, ცაცკრიალაშვილი (გოშთელიანი 65), ბუხაიძე (გვარაძე 75).
გოლები: 1:0 რუხაძე (18), 2:0 ხარაიშვილი (31), 3:0 ჩაბრაძე (33), 4:0 რუხაძე (37), 5:0 ბუხაიძე (41), 6:0 გარსია პენა (45), 7:0 გარსია პენა (48), 8:0 გრიგალაშვილი (54), 9:0 გარსია პენა (61), 10:0 ბუხაიძე (68).