საბურთალომ სეზონის დაასრულა, გოცირიძემ – კარიერა

თარიღი: მაისი 14, 2014

2013-2014 წლების სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილება დარჩა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის “ბ” ზონაში საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” პირველად მოსინჯა ძალები ჩვენს პირველობაზე.

მართალია, 2013-2014 წლების სეზონი უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა “საბურთალოში” დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო, შეიძლება ითქვას გულის ამაჩუყებელიც – 23 წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა კლუბის უკვე ყოფილმა ფორვარდმა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ გოცირიძემ, რომელსაც ღირსეული გაცილება მოუწყვეს, როგორც კლუბის ხელმძღვანელებმა და გუნდმა, ასევე “საბურთალოს” ერთგულმა გულშემატკივრებმა. ქომაგებმა “გოცირ”, “გოცირ”-ის შეძახილებით ჯერ მოედანზე დაემშვიდობნენ ვეტერან ფეხბურთელს, შემდეგ კი კულმინაცია უკვე მატჩის დასრულების შემდეგ იყო, როდესაც ყოფილ ფეხბურთელს მთელი გუნდი ულოცავდა ისტორიულ დღეს.
ალბათ, სიმბოლურიც იყო, რომ სწორედ გაცილების მატჩში გაიტანა გოცირიძემ ბოლო პროფესიული გოლი და ისე დაემშვიდობა გულშემატკივარს. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “გოცირას” “ბენდელას” თასის სიმბოლიკის მოოქროვილი პრიზი კი საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მართალია გოცირიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მის ცხოვრებაში გარკვეული ეტაპი დასრულდა, მაგრამ ახლა იგი ახალ და შეიძლება ითქვას საინტერესო ამპლუაში წარსდგება – “საბურთალოს” კლუბში რჩება და უკვე მწვრთნელის რანგში მოგვევლინება. ამიერიდან, გოცირიძე თავის ცოდნასა და გამოცდილებას უკვე მოზარდებს გაუზიარებს. კლუბის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატებები საყვარელ საქმიანობაში!
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას, რომელშიც “საბურთალომ” გორის “დილა”-2-ს უმასპინძლა, იგი მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. თუმცა საწყის წუთებში სტუმრები აქტიურობდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჯერ ხარიხამ გადაგვარჩინა, შემდეგ კი მცველებმა გამოიტანეს ხაზიდან ბურთი. ამის შემდეგ, მთლიანად უპირატესობას “საბურთალო” დაეუფლა და რვა წუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორჯერ გაუტანა – ჯერ გოცირიძემ შეაგდო თავით, როდესაც მუჰამედ დიოპმა მარჯვენა ფლანგიდან საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო ტაიმის უკანასკნელ წუთებზე ხორხელის ფლანგურ გარღვევას ჩაწოდება და მოწინააღმდეგის ფეხბურთელის ავტოგოლი მოჰყვა.
მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, რომ გურამ გოშთელიანმა იხეირა და მესამედ შეარხია “დილა”-2-ის კარი. ამის შემდეგაც, მასპინძლებს რამდენჯერმე მართებდათ ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ მეტის გატანა თბილისელებმა ვეღარ შეძლეს.
დაფიქსირებული შედეგი 3:0 ზედიზედ მეორე გამოდგა საშინაო შეხვედრებში – გეხსომებათ, რომ ჩვენმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ “სასკოს” ანალოგიური დღე აყარა.
ამრიგად, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” პირველ ლიგაში თავისი სადებიუტო ასპარეზობა მერვე საფეხურზე დაასრულა.

13 მაისი. “ბენდელა”. 400 მაყურებელი
საბურთალო – დილა-2   3:0 (2:0)

საბურთალო: კუპატაძე, თვარაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე (მამუჩაშვილი 51), ბარამიძე, ხარაიშვილი, ბეროშვილი, ხორხელი (წივილაშვილი 70), დიოპი, გოშთელიანი (ბიძინაშვილი 64), გოცირიძე (ჩაბრაძე 60).

დილა-2: ზუროშვილი, აფხაზავა, ჩაკვეტაძე, ქებურია, გაბელია, ჯაყელი, კაშია, მელაშვილი, კვარაცხელია (ხარებაშვილი 67), მანაგაძე, ბერიძე.


გოლები: 1:0 გოცირიძე (35), 2:0 ქებურია (ს.კ, 43), 3:0 გოშთელიანი (50).


გაფრთხილება: დიოპი (58), გაბელია (58).

მთ. არბიტრი: ბორის გლუშჩუკი.

fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გია ცეცაძემ “ლვოვის” თავკაცის პოსტი დატოვა

გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ “ლვოვის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა უკრაინის ჩემპიონატის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეიან ლოვრენის უხეში მოქმედება კვარაცხელიას წინააღმდეგ – ხვიჩას პასუხი (ვიდეო)

24 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე FIFA 11-ში ნეიმარსა და კოუტინიოს სჯობდა!

საფეხბურთო სააგენტომ FiFA 11-ის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები გაიხსენა, რომელსაც პოპულარული თამაშის მიხედვით, განვითარების ყველაზე დიდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გასახდელები, ლოჟები, სკამები – როგორ გამოიყურება ბათუმის სტადიონი? (ფოტო)

სამშენებლო კომპანია “ანაგი” ბათუმის ახალი სტადიონის ფოტოებს აქვეყნებს. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ ნახონ, როგორ გამოიყურება არენა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

დღეს ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩების შემდეგ წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” – “შახტარი”: დავით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაშია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში დონეცკის “შახტარს” მიიღებს. მატჩი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირაკლი ნაკაიძე პსჟ-მანჩესტერის მატჩის დელეგატია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიას ფასი 3 მილიონით გაიზარდა – რა ღირს ხვიჩა?

გერმანულმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები განაახლა. საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის ო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ – დუბლი “მოლენბეკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ბელგიის პროქსიმუს ლიგის მე-7 ტურში “სერენი” სტუმრად “მოლენბეკს” დაუპირისპირდა 3:4 გაიმარჯვა. სტუმართა ძირითად [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება

ფეხბურთის ფედერაციამ “ლოკომოტივი” – “დინამო თბილისის” მატჩის გადადებაზე განცხადება გამოაქვეყნა. “18 ოქტომბერს, კრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივი” – “დინამო თბილისი” გადაიდო!

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ლოკომოტივსა” და თბილისის “დინამოს” შორის გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია რამდენი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” “საბურთალო” ჯიღაურით და გაფრინდაშვილით დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისის “საბურთალომ” ბათუმის “დინამო” მიიღო და 0-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 51-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო მანინო ჩაჩავაზე: “წარსულზე საუბარი არც ღირს”

ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ გუნდში არსებულ სიტუაციაზე და ყოფილ მფლობელზე, ზაალ ჩაჩავაზე ისაუბრა. “გუნდში […...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტს თვალი ჩაუკრა, ხუთი სიტყვა თქვა და პრესკონფერენცია დაასრულა

17 ოქტომბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” “ნეა სალამინა” 4:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ტორპედომ” 92-ე წუთზე გაიტანა, “დილამ” ̶

ეროვნული ლიგა მე-13 ტურით და შაბათის 3 მატჩით დაბრუნდა. დღეს ცხრილის ქვედა ადგილებზე მყოფმა გუნდებმა […]...
წაკითხვა