საბურთალომ სპარტაკს აჯობა
საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” წლევანდელ სეზონზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა – ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგელ ცხინვალის “სპარტაკს” დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა 3-0. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდება შთამბეჭდავი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მართალია მატჩი ამხანაგური იყო, თუმცა წარმატება ყოველთვის სასიამოვნო ფაქტია.
“საბურთალომ” ითამაშა ისეთი ფეხბურთი, რომელიც გულშემატკივარს სიამოვნებს და ახარებს – ლაღი, გააზრებული, კომბინაციური, შემტევი და სწრაფი. იყო კარში დარტყმები, ფლანგიდან ფლანგზე ბურთის დროული გადატანა, ბრძოლა და რაც ყველაზე მთავარია – საგოლე მომენტების მაქსიმალური რეალიზება. ეს ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი დატვირთვების ფონზე გადის საწვრთნელ პროცესს.
მერვე წუთზე მარგველაშვილმა საჯარიმოში კაჭარავა წააქცია, პენალტი დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ მეკარე ქურდაძემ ტანმაღალ ფორვარდს კუთხე გამოუცნო და ანგარიშის გახსნის საშუალება რა მისცა. მალევე მასპინძლების კომბინაციას გოლი მოჰყვა – მუჰამედი-ხარაიშვილის გარღვევას ჩაბრაძემ დაუსვა წერტილი, 1-0. 35-ე წუთზე საბურთალომ მეორე გოლი შეაგდო, გოლი კი კონტრ-შეტევის შემდეგ გავიდა – ამჯერადაც ასისტენტობა ხარაიშვილმა გასწია, თუმცა ახლა უკვე მუჰამედის კარში დარტყმული გაეხვა ცხინვალელთა ბადეში.
მეორე ტაიმმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. 68-ე წუთზე ანგარიში სოლიდური ბექა გვარაძემ გახადა, რომელმაც საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. საბოლოოდ 3-0.
საბურთალო: ქურდაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ბეროშვილი, ხარაიშვილი, ხორხელი, მუჰამედი, ჩაბრაძე, გოშთელიანი.
ცვლილებაზე შევიდნენ: კუპატაძე, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ბლიაძე, რუხაძე, კაპანაძე, გვარაძე, კაკიაშვილი.
სპარტაკი: ნანიევი, ჭაფოძე, შენგელია, მაისაშვილი, იოსელიანი, ხუბუა, ქოჩლაძე, ლექვთაძე, შინდაგორიძე, თექთურმანიძე, ნ. კაჭარავა.
ცვლილებაზე შევიდნენ: ნადირაძე, ცერცვაძე, მუმლაძე, ჯიშკარიანი, თედეევი,რუხაძე, რეხვიაშვილი, სეფიაშვილი, ჭოველიძე, მაქაცარია.
გოლები: 1:0 ჩაბრაძე (15), 2:0 მუჰამედი (35), 3:0 გვარაძე (68).
fcsaburatlo.ge