“საბურთალომ” U-17-თან ამხანაგური გამართა
წლეულს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა “საბურთალომ” – ჩვენი გუნდი 17 წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა, რომლის შემადგენლობაშიც “საბურთალოს” არაერთი ჭაბუკი ასპარეზობს.სპარინგ-შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა – 3:3.
გეცოდინებათ, რომ დედაქალაქელებმა საწვრთნელი პროცესი ერთი კვირის წინ დაიწყეს და მზადების რამდენიმე ეტაპს გაივლიან. სადღეისოდ, სიახლეა ის, რომ “საბურთალოს” ღირსებას დაიცავს თბილისის “დინამოს”, გორის “დილასა” და ცხინვალის “სპარტაკის” ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მამუჩიშვილი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. ჩვენი კლუბის ახალწვეულს ჰერბერტ ცანკერის 17 წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სეზონი ახალი განახლებულია და ბუნებრივია გუნდები საუკეთესო ფორმიდან ჯერ კიდევ შორს არიან. თავდაპირველად ხარაიშვილის გოლით “საბურთალო” დაწინაურდა, შემდეგ ჯერ მიქელთაძემგაათანაბრა ანგარიში, ტაიმის მიწურულს კი ნაკრები ჯობავას თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა. მეორე ნახევრის დებიუტში როგორც უკვე გითხარით, თავი “საბურთალოს” ახალწვეულმა გამოჩინა. მალე ნოდარ აკობიას გუნდი კიდევ ერთხელ გავიდა წინ, გოლი ალთუნაშვილმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი გიორგი ხორხელმადააფიქსირა.
აქვე U-17-ზეც მოგახსენებთ – ნოდარ აკობიას ხელმძღვანელობით გუნდი 17 იანვარს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. ჩვენი ნაკრები “ბ” ჯგუფში ირანელ და ყაზახ თანატოლებთან ერთად იასპარეზებენ. სულ ოთხი 3 გუნდიანი ჯგუფი იქნება, პირველ ადგილზე გასულები კი ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, რომელსაც სერბეთი მარტში უმასპინძლებს. ჩვენს ჯგუფში სერბეთთან ერთად, გერმანელები და ირლანდიელები ითამაშებენ.
ქვემოთ კი დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკას გთავაზობთ:
“საბურთალო”: კუპატაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ბარამიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი, წივილაშვილი, გოცირიძე, ლორენცო.
ცვლილებაზე შევიდნენ: ბეროშვილი, ჩომახიძე, ნადარაია, გვარაძე, მამუჩიშვილი, ბიძინაშვილი, ბლიაძე, ალენი, ხორხელი, ჩაბრაძე, გოშაძე.
U-17: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, კომახიძე, კევლიშვილი, კიკნაძე, მიქელთაძე,ჯობავა, ქობულაძე, კამლაძე, ლაშხია.
ცვლილებაზე შევიდნენ: ართმელაძე, ალთუნაშვილი, ლებანიძე, ქურდაძე.