“საბურთალოს” 100%-იანი გოლი გაუუქმეს და თბილისური დერბი ფრედ მორჩა (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში თბილისური დერბი გაიმართა და ფრედ, 0-0 დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილი “საბურთალოს” სხვა კლუბის მწვრთნელის რანგში პირველად ეწვია და ქულები გაიყო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გუნდები საკუთარი მოედნიდან ცდილობდნენ ბურთი წინ არ მოეშორებინათ და პასებით ამოსულიყვნენ, მაგრამ უმეტესად ეს ნაკლებად გამოდიოდათ.
მე-2 ნახევარში “საბურთალომ” მაჭარაშვილი და ცნობილაძე გამოიყვანა და “ლოკო” შეტევების ორგანიზებას ვეღარ ახერხებდა. მატჩის 75-ე წუთზე ჰოლანდიელმა ლუმუმ ჯარიმიდან დაარტყა, მამარდაშვილმა ცუდად მოიგერია და დამატებაზე კაკუბავამ ჯერ ფეხით, შემდეგ კი თავით გაუშვა კარში და ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და შემდეგ შეყილაძემ მოიგერია. მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ და მისმა ასისტენტმა გოლი ვერ დაინახეს და თამაში გააგრძელეს.
89-ე წუთზე გურეშიძემ კოხრეიძე უკნიდან მოჩეხა და ნინუამ წითელი ბარათი უჩვენა.
“საბურთალოს” 9 ქულა აქვს, “ლოკომოტივს” 8.
საბურთალო 0-0 ლოკომოტოვი
საბურთალო: კუპატაძე – ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი (მაჭარაშვილი 46) – ტერა, ალთუნაშვილი, ბელიაევი (ცნობილაძე 46) – კოხრეიძე, ქავთარაძე (ლუმუ 71)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე, ანდრონიკაშვილი, გურეშიძე, უბილავა – კირკიტაძე (ძებნიანური 79), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (შეყილაძე 65) – არველაძე (გავაშელიშვილი 56), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
წითელი ბარათი: გურეშიძე 89