“საბურთალოს” 19-წლამდელები ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ
დღეს თბილისში “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” “საბურთალოს” 19-წლამდე გუნდმა “ბროდარაცს” უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობის გამო, შემდეგ ეტაპზე სერბები გავიდნენ.
შეხვედრაში თავდაპირველად “ბროდარაცის” ფეხბურთელები დაწინაურდნენ, მე-20 წუთზე ანგარიში პეჯიჩმა გახსნა. მეორე ნახევარში ქართველთა თამაში კარგად წარიმართა, მაგრამ ტაიმის სტარტზე ისევ სტუმრებმა გაიტანეს, ამჯერად 58-ე წუთზე ლუკიჩის დარტყმა აღმოჩნდა შედეგიანი. გოცირიძის შეგირდები გაშვებული გოლების შემდეგ არ მოეშვნენ და კიდევ უფრო გააქტიურდნენ. 79-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ანგარიში შეამცირა, ხოლო 92-ზე შეცვლაზე შემოსულმა ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა და სამწუხაროდ “საბურთალოს” ახალგაზრდული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.
“საბურთალოს” სასტარტო შემადგენლობა: ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი, კოხრეიძე, ივანიაძე (ტოკლიკიშვილი 79′) ნიკოლაიშვილი, ხუბაშვილი, ხარაიშვილი (ხარაიშვილი 68′), კაპანაძე (ტაბატაძე 68′).