“საბურთალოს” აკადემიას ახალი ხელმძღვანელი ყავს
ამიერიდან, “საბურთალოს” აკადემიასა და სკოლას ვოვა მუსერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც წლებია “საბურთალოში”, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში წარმატებით მუშაობს.
მუსერიძემ თემურ შალამბერიძე შეცვალა, რომელიც ბოლნისის “სიონის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ვოვა მუსერიძე:
“დიდი მადლობა “საბურთალოს” ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. “საბურთალოს” წარმატებული აკადემია და კლუბი ყავს, რომელსაც თავისი ხედვა აქვს. აღებულ კურსს გავაგრძელებ და მიზნების განხორციელებას ვეცდები. გვინდა, ასაკობრივ ნაკრებებს გავუზარდოთ ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ თავიანთ სიტყვას ევროპაშიც იტყვიან.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი თემურ შალამბერიძეს, რომელმაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო გასწია და ის, რომ ჩვენი აკადემია წინ მიიწევს, მისი წვლილი ძალიან დიდია”.
“საბურთალოს” ოფიციალური გვერდი