“საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია
თბილისის “საბურთალოს” გია ცეცაძის ასისტენტი, თეიმურაზ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.
“პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ისეთ გუნდს, რომელსაც ასეთი ცოტა ცვლილება აქვს მწვრთნელების კუთხით. ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვირჩევთ მწვრთნელებს. სოსო ფრუიძე, ისევე როგორც დევდარიანი, ძალიან კარგი თავკაცები არიან. კარგად ვნახეთ ფრუიძის სტილი “ჩიხურაში”, დევდარიანი საუკეთესო პიროვნებაა და ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძალიან საინტერესო პროექტ “ფეოლას” უძღვება და ყველა მშობელს ვურჩევ ბავშვების ამ ცენტრში მიყვანაში. ჩვენ ახლა შანსს ვაძლევთ თეიმურაზ შალამბერიძეს, მას ყველა პირობა აქვს შექმნილი რომ ეს შანსი გამოიყენოს. სუპერთასზე კლუბს შალამბერიძე გაიყვანს”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
შალამბერიძემ პირველი მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში რამდენიმე დღის წინ “ალკოიანოს” წინააღმდეგ გამართა და 3-1 დაამარცხა “საბურთალომ” “ესპანური” გუნდი. ბოლოს თეიმურაზი ბოლნისის “სიონში” იყო, რომელიც ელიგიდან გავარდა. მწვრთნელი წლების წინ “საბურთალოს” აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული მენტორი გახლდათ.