“საბურთალოს” გადაწყვეტილება და მიმართვა გულშემატკივარს
“საბურთალომ” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთა და გულშემატკივარს მიმართა.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინდელ თამაშზე მოვიდნენ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე და მხარი დაუჭირეს „საბურთალოს“. მიუხედავად ცუდი სტარტისა, ტრიბუნებიდან მხარდაჭერა არ მოჰკლებია ჩვენს გუნდს, რაც დამატებითი მოტივაცია იყო ფეხბურთელებისთვის.
მომდევნო შეხვედრას „საბურთალო“ 23 ივლისს ზაგრების „დინამოსთან“ თბილისში გამართავს. გვსურს, მოახლოებულ შეხვედრაში დასწრება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, რადგან გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩზე დასწრება გვინდოდა ყოფილიყო თავისუფალი, თუმცა უეფას რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება”, – წერია კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“შერიფთან” მატჩს 6000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.