ზოგადად, კლუბებისთვის საერთაშორისო მატჩების ტრანსილირება არის შემოსავლების ერთ-ერთი წყარო, თუმცა გავითვალისწინეთ გულშემატკივრების ინტერესი და პირდაპირი რეპორტაჟის ექსკლუზიური უფლება “საზოგადოებრივ მაუწყებელს” უსასყიდლოდ გადავეცით, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკება მოლდოვურ მხარესთან და ეჩვენებინა გასვლითი მატჩიც პირდაპირ ეთერში. საბოლოო პასუხი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. იმედს ვიტოვებთ, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შეძლებს მოლდოველ კოლეგებთან მოლაპარაკებასა და მაყურებელს მიეცემა მატჩის პირდაპირ ეთერში ყურების საშუალება”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსგავსი პრობლემა “ტორპედოს” შემთხვევაშიც შეიქმნა.