“საბურთალოს” განცხადება “არარატ-არმენიასთან” მატჩის ტრანსლაციასთან დაკავშირებით
საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “არარატ-არმენიას” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ განცხადება გამოაქვეყნა:
“6 აგვისტოს ერევანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” “არარატ-არმენიას” შეხვდება. როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც დიდია მატჩისადმი ინტერესი, რაზეც გვიწევს განმარტების გაკეთება.
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მზად იყო ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფას რეგულაციები კრძალავს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.