“საბურთალოს” ახალგაზრდულმა გუნდმა ტოლი არც “ბროდარაცს” დაუდო
დღეს “საბურთალოს” 19-წლამდელთა გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე წრის პირველ მატჩში სერბულ “ბროდარაცს” ეწვია და ფრედ 1-1 ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას საწყისი წუთებიოდანვე ფლობდნენ, მაგრამ პირველი გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. კონტრშეტევის შემდეგ, ნასყიდაშვილის კარის აღება 21-ე წუთზე კოჩიჩმა შეძლო. ამას “საბურთალოს” ფეხბურთელების კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვა, მაგრამ გოცირიძის გაწვრთნილ გუნდს პირველ ნახევარსა და მეორე ტაიმის საწის წუთებში არაფერი გამოსდიოდა, საბოლოოდ კი 81-ე წუთზე ქართველებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა, გულიაშვილის გადაცემის შემდეგ თავი ნიკოლაშვილმა გამოიჩინა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
“საბურთალოს” სასტარტო შემადგენლობა: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ტაბატაძე (კაპანაძე 82), ჩოთალიშვილი (გულიაშვილი 63), ფურცელაძე, ივანიაძე, კოხრეიძე, ჯავახიშვილი (ხარაიშვილი 90), ნიკოლაშვილი.
ეს გუნდები შემდეგ შეხვედრას 22 ნოემბერს თბილისში გამართავენ, ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული კი პლეი-ოფში იასპარეზებს.