“საბურთალოს” ფეხბურთელი “უოტფორდში” ჩაირიცხა

თარიღი: დეკემბერი 26, 2018

“საბურთალოს” აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი  ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას ევროპაში. ამჯერად, ეს პატივი თემურ ვაზაგაშვილს ერგო, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს გუნდში თამაშობდა. ვაზაგაშვილი ინგლისის “უოტფორდის” 16 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა. 2003 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა ბრიტანულ აკადემიასთან 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თემურს ინგლისში დავუკავშირდით და საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ:
– თემურ, გილოცავთ “უოტფორდის” აკადემიის ასაკობრივ გუნდში ჩარიცხვას. მოგვიყევით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ჩავირიცხე “უოტფორდის” აკადემიის 16 წლამდელთა გუნდში. გავაფორმე 2 წლიანი ხელშეკრულება და ვარ ამ გუნდის წევრი.
“უოტფორდის” აკადემიაში რამდენიმე თვის წინ სინჯები ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა. ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც კლუბის ბაზაზე გაიმართა, მე და კიდევ ერთი ფეხბურთელი შეგვარჩიეს. ამის შემდეგ, უკვე მოლაპარაკება შედგა და ყველაფერი კარგად დასრულდა.
– საბუთების მოწესრიგება როგორ მოახერხეთ? მით უფრო ბრიტანეთში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქის შეშვება მარტივად არ ხდება…
– ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ვარ, როგორც საქართველოს, ასევე საბერძნეთის მოქალაქე. რადგან საბერძნეთი არის ევროკავშირის ქვეყანა, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა.
– ახლა სად ცხოვრობთ, ბაზაზე?
– ბაზაზეც შემეძლო ცხოვრება, მაგრამ ინგლისში მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვარ წამოსული. მათი გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. თუმცა, როდესაც ოფიციალური თამაში ახლოვდება, გუნდი ორი დღით ადრე შეკრებაზე გადადის და ბაზაზე მიწევს ცხოვრება.
ლონდონში ვცხოვრობთ. ჩვენი სახლიდან უოტფორდამდე 45 წუთის სავალია. ყოველდღიურად მივდივარ და ისევ უკან ვბრუნდები-ხოლმე.
– თემურ, თქვენ 2003 წელს ხართ დაბადებული. თუმცა, როგორც “საბურთალოში”, “უოტფორდშიც” ერთი წლით უფროს ასაკში თამაშობთ. არ გიჭირთ?
– ინგლისში უფროსებთან თამაში გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი. ვთამაშობ, როგორც ერთი წლით უფროსებში, ასევე თანატოლებთანაც. როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე ძალიან მაღალი ტემპია. ბოლომდე ბრძოლობენ, არც უხეშობას ერიდებიან, ძალიან ბევრს დარბიან. ხანდახან ისე ხდება, რომ მიუხედავად იმისა ჩემპიონატი მიმდინარეობს, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს.
– ოფიციალური მატჩები რომელ გუნდებთან ითამაშეთ?
– უკვე მომიწია “ტოტენჰემის”, “ვესტ ჰემის”, “ასტონ ვილას”, “კრისტალ პალასისა” და “მიდლსბროს” წინააღმდეგ თამაში.
– შესაძლებლობების ფარგლებში ალბათ პირველი გუნდის თამაშებსაც ესწრებით…
– დიახ. საშინაო მატჩებზე თითქმის ყოველთვის მივდივარ სტადიონზე. ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს. მინდა, რომ მეც ვითამაშო მაღალ დონეზე.
– თქვენს ყოფილ გუნდელებთან და მეგობრებთან კონტაქტობთ?
– საბურთალოელებს ხშირად ვესაუბრები ინტერნეტის საშუალებით. არასდროს არ ვივიწყებ მათ და არც ისინი მივიწყებენ. ზოგადად, “საბურთალო” მეგობრული და შეკრული გუნდია.
– როგორ გაიხსენებთ “საბურთალოში” გატარებულ რამდენიმე წელიწადს?
– თუ რამეს წარმოვადგენ მხოლოდ “საბურთალოს” დამსახურებით. მე, ამ აკადემიის გაზრდილი ვარ და მეამაყება წლების განმავლობაში “საბურთალოში” რომ ვთამაშობდი. ეს გუნდი რომ არ ყოფილიყო, დიდი ალბათობით ინგლისში ვერც მოვხვდებოდი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მწვრთნელს, ვალერი გაგუას მინდა ვუთხრა.
– “საბურთალოს” ჩემპიონობას როგორ შეხვდით?
– იცით, როგორ მინდოდა მაგ დროს თბილისში ყოფნა და საბურთალოელებთან ერთად ზეიმი? ძალიან დიდი სიხარული იყო, რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა. სეზონი რომ დაიწყო, დარწმუნებული ვიყავი “საბურთალოს” ჩემპიონობაში. ყველაფერი მაქეთკენ მიდიოდა. კლუბმა და აკადემიამ დაიმსახურა ეს ტიტული. მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ.
ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ. წარმატებული და იღბლიანი წელი ყოფილიყოს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“ლივერპულის” მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლესტერმა” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ბრიტანეთში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ამჯერად...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეინა კორონავირუსზე: “25 წუთის მანძილზე ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდი”

“ასტონ ვილას” 37 წლის კარის დარაჯმა, პეპე რეინამ, პრესასთან კორონავირუსთან ბრძოლაში გამოვლილ რთულ პერიოდზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდს “მანჩესტერში” საულის ხილვა სურს – “დიდებული ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რიო ფერდინანდმა, პრესასთან საუბრისას საულის მიმართ არსებული სიმპატიები ვერ დამალა. პრესაში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს გურამ კაშია 1 დღეს ამერიკულ თვითიზოლაციაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამერიკული “სან-ხოსეს” მცველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაუტაროს აგენტი: “რეალისა” და “ბარსელონას” ინტერესი მასზე არ მოქმე

მილანის “ინტერის” არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლაუტარო მარტინესის, გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. ამ საკითხთან დაკა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკოლარიმ გერმანიასთან განცდილი კრახი გაიხსენა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე განცდილი კრახი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონი ფეხბურთელებს: “თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, ეს ამ ორი ნაბიჭვრის ბრალი იქნება&#

ვეტერანმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩატარებული პირველი სეზონი და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის შემდეგ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბოკა ხუნიორსს” კავანის დამატება სურს

“ბოკა ხუნიორსს” “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ედინსონ კავანის დამატება სურს. ამის შესახებ არგენტინული კლუბის დირექტორმა ხორხე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ფედერაციების წარმომადგენლებთან კალენდრის საკითხზე იმსჯელებს

უეფამ ევროპის 55-ივე ფედერაციის გენერალური მდივანი პირველ აპრილს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ევროპული ფეხბურთის მმართველი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიტე: “ნეიმარი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა არა შეუცვლელი”

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, ნაკრებისთვის ნეიმარის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის შეუცვლელი არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრილიშმა კარანტინის წესები დაარღვია და ავარიაში მოყვა (ვიდეო)

“ასტონ ვილას” კაპიტანი ჯეკ გრილიში კარანტინის წესების დარღვევაში გამოიჭირეს. 24 წლის ინგლისელი საკუთარი Range Rover-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენი: “დიეტების დიდი მოყვარული არ ვარ”

კატალონიის “ბარსელონა” თავის ფეხბურთელებს თვითიზოლაციაში ყოფნასა და ფორმის მაქსიმალურად შენარჩუნებას ავალებს. გუნდის კარის დარაჯი ტერ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად 30 წლის წინ – საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო (ვიდეო)

ზუსტად 30 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. […]...
წაკითხვა