“საბურთალოს” ფრე “მონტანასთან”
ფრედ დასრულდა შეხვედრა “საბურთალოსა” და “მონტანას” მონაწილეობით, რომელიც თურქეთში შეკრებაზე შედგა – 2:2. პირველი ნახევარი 1:2 წავაგეთ, თუმცა მანამდე ანგარიში მიგვყავდა.ხორხელის წაქცევისთვის პენალტი ხარაიშვილმა გამოიყენა. მეორე ტაიმშიბიძინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ეს ყოველივე მატჩის დასრულებამდე თხუთმეტი წუთით ადრე მოხდა. საბოლოოდ გუნდები მშვიდობიანად დაშორდნენ.
როგორც ჩვენი კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა კახა კაშიამ გვითხრა, შეხვედრამ ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, ორივე გუნდს ჰქონდა რეალური საგოლე მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. პირველი მატჩის მსგავსად, დღესაც მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემთითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დღეს მინდორზე არ გამოჩენილა, ესცოტნე ნადარაია იყო.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს “საბურთალო” 12 თებერვალს გამართავს. როგორც წინასწარაა შეთანხმებული, ჩვენი მეტოქე ყაზახეთის “ატირაუ” იქნება.
“საბურთალომ” დღეს შემდეგი შემადგენლობით დაიწყო თამაში:
ქურდაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ბარამიძე, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხორხელი, წოწონავა.