“საბურთალოს” შემტევი: “ჩუპო-მოტინგს ფინალის წინ ვესაუბრე”

თარიღი: აგვისტო 25, 2020

დედაქალაქური “საბურთალო” ევროპა ლიგის მატჩისთვის ემზადება. გუნდთან ერთადაა კამერუნელი ახალწვეული ოლივიე ბუმალი. “საბურთალოს” გვერდმა კამერუნელთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
– შთაბეჭდილებები დადებითია – კარგი სავარჯიშო პირობები, სასიამოვნო საწვრთნელი პროცესი, კარგი განწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდში მეგობრული ატმესფერო სუფევს. ახლა, მთავარი საფიქრალი მოახლოებული ევროტურნირის მატჩია.

– საქართველოში როგორ მოხვდით? მანამდე თუ გსმენიათ ჩვენს ქვეყანაზე?

– მენეჯერი დამიკავშირდა, რომელმაც საქართველოში, კერძოდ “საბურთალოში” თამაში შემომთავაზა. მითხრა გუნდის შესახებ, რა მიზნები და გეგმები აქვს, როგორი ტრადიციების კლუბია. ამ ყველაფრის მერე დავფიქრდი და თანხმობა ვუთხარი. წლების წინ თბილისში ჩემი ახლო მეგობარი, დონალდ ჯუსი თამაშობდა, მისგან ვიცოდი საქართველოს შესახებ.

– რა მიზნები გაქვთ ახალ კლუბში?

– მინდა, “საბურთლოსთან” ერთად წარმატებებს მივაღწიო. გუნდს დავეხმარო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში. კარგად ვითამაშოთ ევროტურნირებზე და განვითარდეთ. პანდემიის გამო გარკვეული დრო გამიცდა, თუმცა ნელ-ნელა სასურველ ფორმას ვუბრუნდები.

-“საბურთალო” ახალგაზრდული კლუბია, თუმცა გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც ირიცხებიან. სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, თქვენც მოგიწევთ გამოცდილების გაზიარება ქართველ ახალგაზრდებთან…

– მართალია, კლუბის ახალი წევრი ვარ, თუმცა ვხედავ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ცოდნას უზიარებენ. მათ რიცხვს ნელ-ნელა მეც შევუერთდები. სამწვრთნელო შტაბიც გამოცდილია, საინტერესო და სასიამოვნო ვარჯიშები  გვაქვს.

რამდენიმე ევროპულ კლუბში გითამაშიათ. ყველაზე წარმატებულ დროს სად გაიხსენებთ?

– ჩემს კარიერაში ბევრი კარგი დრო მახსენდება, ერთ-ერთი ასეთი “პანათინაიკოსში” გატარებული დროა. სასიამოვნოდ ვიხსენებ ჩინეთსა და იაპონიაში განვლილ წლებს. თუმცა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ეროვნულ ნაკრებთან ერთად თამაშია. ქვეყნის პირველ გუნდში გამოძახებას ახლაც ველოდები, მაგრამ ჯერ “საბურთალოში” უნდა დავამტკიცო, რომ თამაშის ღირსი ვარ.

– კვიპროსის გუნდის წინააღმდეგ თუ გითამაშიათ?

– 2006-2007 წლებში, როდესაც “პანათინაიკოსში” ვთამაშობდი, იმ დროს “ომონიას” ამხანაგურად ვეთამაშეთ. მეტოქემ სასიამოვნო ფეხბურთი ითამაშა. ვიცი, რომ “აპოლონი” ხშირად თამაშობს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

 რა მოლოდინი გაქვთ კვიპროსელებთან მატჩის წინ?

– ეს თამაში, როგორც კლუბისთვის, ასევე თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ თამაშებში იძენ გამოცდილებას, ბევრ რამეს სწავლობ. ერთად დგომით, ბრძოლითა და მონდომებით შეგვიძლია გამარჯვებაზე ვიფიქროთ, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ფეხბურთია, სპორტში კი ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, შანსები თანაბარია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მატჩიან თამაშს სტუმრად ვთამაშობთ.
– ბევრ ცნობილ ვარსკვლავთან მეგობრობთ, მათ შორის კამერუნელ ჩუპო-მოტინგთან. ესაუბრეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ?

– ჩუპო-მოტინგს ფინალის დღეს ვესაუბრე. ვილაპარაკეთ პსჟ-ს შანსებზე, იმ დღის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვე. სამწუხაროა, რომ ჩემი თანამემამულე დამარცხდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და იმედი მაქვს, სხვა დროს მიეცემა გამარჯვების შესაძლებლობა.
კამერუნის ნაკრების ფეხბურთელებს მიმოწერა გვაქვს, ხშირად ვსაუბრობთ-ხოლმე და მოვიკითხავთ ერთმანეთს. როდესაც სანაკრებო მატჩები ახლოვდება, ყველას ძალიან გვიხარია.

Fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ურუგვაული შემტევი წყვილი? “ატლეტიკო” სუარესის შემდეგ კავანის ეპატიჟება

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელოს. Goal-ის ცნობით, ესპანელებმა ურგვაელ ფეხბურთელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი სუარესს: “გუნდიდან ასე მოსროლას არ იმსახურებდი, მაგრამ აღარაფერი მიკვირს”

“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ლუის სუარესს დაემშვიდობა. არგენტინელამ სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “მეგონა, მე გავიზარდე, მაგრამ “შკენდიას” კარები 5 სანტიმეტრით

24 სექტემბერს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტოტენჰემი” სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიურ “შკენდიას” დაუპირისპირდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას სუპერთასი “ბაიერნმა” მოიგო (ვიდეო)

ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” მიუნხენის “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც გერმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” ჰეთრიკი 30 წლის ცხვრების მწყემსმა და დელფინებზე მონადირემ შეუსრულა (

თბილისის “დინამო” ფარერებში “კლაკსვიკთან” 6-1 უშანსოდ განადგურდა და ჰეთრიკის ავტორი პალ კლეტსკარდი გახდა. კლეტსკარდის პროფესიი...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის წითელი ბარათი “ბაზელთან” მატჩი (ვიდეო)

“ანორთოსის” შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბაზელის” წინააღმდეგ 2 ყვითელი ბარათი მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” ღირსეული მარცხი, “დინამო” გაუქმდა !

ქართული გუნდები ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ. თბილისის “ლოკომოტივს” “გრანადას” კარის მიმართულებით დარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კლაკსვიკი” – “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” სტუმრად ფარერების “კლაკსვიკს” დაუპირისპირდება. უკვე ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გრანადა” – “ლოკომოტივი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება. უკვე ც...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “კოვიდი მამაცი ყოფილა, ჩემთან დაპირისპირება რომ გაბედა”

“მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვედმა ფეხბურთელმა კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოთხშაბათს კოვიდ-19 “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი “ბარსელონას” ცრემლებით დაემშვიდობა (ვიდეო)

ლუის სუარესმა კატალონიის “ბარსელონა” დატოვა. ამიერიდან ურუგვაელი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას დაიცავს. 33 წლის ფ...
წაკითხვა