საჩხერის “ჩიხურა” ისევ დამარცხდა
დღეს თბილისში მასპინძლის სტატუსით მოთამაშე საჩხერის “ჩიხურა” “სამტრედიასთან” ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მაყურებელმა სანახაობრივი შეხვედრა იხილა. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, მაგრამ ორივე კლუბი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას. გუნდები უმეტესად სწრაფ შეტევებზე აკეთებდნენ აქცენტს და სწორედ ამის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას.
მეორე ტაიმი უხვგოლიანი აღმოჩნდა. 54-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა საკმაოდ შორი მანძილიდან დაარტყა და ომარ მიგინეიშვილის შეცდომის ხარჯზე საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა. ამის შემდეგ “სამტრედია” გააქტიურდა და გუნდის ლეგიონერმა მაიკლ ოლაიტანიმ საჩხერელთა დაცვის ხაზში არსებული გაუგებრობით ისარგებლა და 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ორივე გუნდი ცდილობდა გადამწყვეტი გოლის გატანას, მაგრამ ამ შემთხვევაში სამტრედილებს გაუმართლათ და შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მჭედლიშვილმა საოცარი გასროლით 89-ე წუთზე თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
საჩხერის “ჩიხურის” სასტარტო შემადგენლობა: 30. დინო ჰამზიჩი, 3. თორნიკე გრიგალაშვილი, 5. ბაქარ მირცხულავა, 9. გიორგი გაბედავა, 10. მიშიკო სარდალიშვილი (პაპუნა ფონიავა 63), 15. გიორგი კორიფაძე, 18. დიმიტრი ტატანაშვილი, 21. გიორგი ივანიშვილი (ბესო დეკანოიძე 75), 27. დენის დობროვოლსკი (გიორგი განუგრავა 75), 37. შოთა კაშია (C), 39. თორნიკე გორგიაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: 13. ზურაბ მწყერაშვილი, 19. ლევან კაკუბავა, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 28. ბაჩანა ცხადაძე,
“სამტრედიის” სასტარდო შემადგენლობა: 12. ომარ მიგინეიშვილი, 2. დავით მთივლიშვილი, 3. ლაშა კასრაძე, 4. ნიკა სანდოხაძე, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 8. თეიმურაზ მარკოზაშვილი (ბაკარ ბალდე 54), 20.გიორგი ახალაძე (გიორგი მჭედლიშვილი 80), 26. გიორგი დათუნაიშვილი (C), 80. ანტე გიი, 99. მაიკლ ოლაიტანი (გურამ სამუშია 92)
სათადარიგო შემადგენლობა: 1. ოთარ სტურუა, 15. ანრი ნდონგი, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 88. გიორგი გიორბელიძე