საჩხერის “ჩიხურა” მარიბორშია და განმეორებითი მატჩისთვის ემზადება (ფოტოები)
საჩხერის “ჩიხურა” თამაშამდე გუშინ მარიბორში, სასტუმრო Hotel City Maribor -ში დაბინავდა. გუნდმა საღამოს “მარიბორის” ბაზაზე ივრჯიშა, დღეს კი წინა სამატჩო წვრთნას “ლიუდსკი არენაზე” გამართავს. გეტყვით, რომ იმერლები ორ აგვისტოს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, განმეორებით მატჩს სლოვენიის “მარიბორთან” სტუმრად ჩაატარებენ (პირვლი შეხვედრა 0-0). დაპირსპირება თბილისის დროით, 22:15 წუთზე დაიწყება.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო ირაკლი ლექვთაძე და შოთა კაშია სლოვენიაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.
სოსო ფრუიძე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა სლოვენიაში:
დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.