საჩხერის “ჩიხურამ” ფოთის “კოლხეთი” მიწასთან გაასწორა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მორიგი მატჩი შედგა. “დავით პეტრიაშვილი არენაზე” ერთმანეთს “ჩიხურა” და “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა იმერელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მეექვსე წუთზე გიახსნა. გიორგი გაბედავამ “ჩიხურას” დაწინაურება თერთმეტმეტრიანით მოახერხა. მეჩვიდმეტე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილმა მეორე გოლიც შუგდო მეგრელებს. პირველ ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა: ირაკლი ბუღრიძის პასი გაბედავამ გამოიყენა და დუბლი შეასრულა.
ფოთელებმა ერთი გოლი 61-ე წუთზე გაქვითეს – ეს ლაშა გოგონიამ პენალტით შეძლო. მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე გაბედავამ ჰეთრიკი შეასრულა. ხოლო, ზუსტად ორ წუთში მან ბუღრიძეს უპასა, რომელმაც 5-1 გახადა ანგარიში. შეხვედრის მეორე დამატებით წუთზე, დემურ ჩიხლაძემ წერტილი დასვა – 6-1.
ამ გამარჯვების შემდეგ “საჩხერლები” სამი ქულით პირველზე არიან. ხოლო, “კოლხეთს” ნული ქულა აქვს და მეათე პოზიციას იკავებს.