“საჩხერის” ჩიხურას” 20=1 მოქმედება

საჩხერის “ჩიხურამ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 ტრანსფერი განახორციელა.
“ჩიხურამ” ყაზახური “ბუხარადან” მარჯვენა შემტევი ვილი ისიანი, თბილისის “ლოკომოტივიდან” ლუკა კიკაბიძე, ბოლნისის “სიონიდან” ნახევარმცველი კახა კახაბრიშვილი, ქუთაისის “ტორპედოდან” მცველი გოდერძი მაჩაიძე, ბულგარული “ვერეიდან” კი ნახევარმცველი შოთა გვაზავა დაიმატა.
“ჩიხურასთან” კონტრაქტი შოთა კაშიამ (მე-9 სეზონი), ლაშა ჩიკვაიძე (მე-13), ბესო დეკანოიძემ (მე-10 სეზონი), გიორგი კორიფაძემ (მე-6), დინო ჰამზიჩმა (მე-6), ირაკლი ლექვთაძე (მე-5), ირაკლი კამლაძემ (მე-3), ოლეგ მამასახლისმა (მე-2) და ზურა მწყერაშვილმა (მე-15) გაახანგრძლივეს.
“ჩიხურა” რევაზ ჩიტეიშვილმა, დავით მაისაშვილმა, მიშიკო სარდალიშვილმა, გიორგი ფანცულაიამ, თორნიკე მუმლაძემ და დავით მეგრელიშვილმა დატოვეს.
“ჩიხურას” 12 წლის შემდეგ პირველად სოსო ფრუიძე არ გაწვრთნის.