სად არის გოგა კიკაჩეიშვილი?
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, 1-ელ ნოემბერს ბათუმის “დინამო” საჩხერის “ჩიხურასთან” 2-0 დამარცხდა და ამ მატჩმა სრულიად ქართული საფეხბურთო სამყარო მოიცვა.
შეხვედრის მთავარი გმირი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი აღმოჩნდა, რომელიც “დინამოს” მფლობელმა, არჩილ ბერიძემ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და მისი კარიერის დასასრულს დაპირდა გულშემატკივარს.
კიკაჩეიშვილის საქმეზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ზოგადად განაცხადა, რომ თუ მსაჯს თამაშის შემდეგ დაბალი ქულა ეწერება, ის დაბალ ლიგაში აგრძელებს დროებით ასპარეზობას ან რამდენიმე მატჩს ტოვებს.
კიკაჩეიშვილი 1 ნოემბრის შემდეგ ეროვნულ ლიგა 1-ში არც 34-ე ტურში ყოფილა და არც 35-ე-ში გამოჩნდება. მას არც მე-3 ან მე-4 ლიგაშიც არ უმსაჯია.
უკვე ზედიზედ ორი მატჩია თბილისის “დინამოს” შეხვედრებს მთავარ მსაჯს დამატებითი პირველი და მე-2 ასისტენტებიც ეხმარებიან. გორში კვირიკაშვილი, ბათუმში კი ნონიკაშვილი იმსაჯებს.