“სად არის მამარდაშვილი?” – “ვალენსიას” ფანები ქართველის დაყენებას მოითხოვენ
გუშინ ესპანეთის თასის 1/64 ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ქვედა ლიგელმა “ულტრილასმა” “ვალენსიას” უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა.
“ვალენსიას” მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, რომ სილესენს ასვენებდა, გუნდის მე-2 მეკარე მამარდაშვილია და შესაბამისად, ყველა მის დაყენებას ელოდა, თუმცა ბორდალასმა ძირითადში ხაუმე დომენეკი დააყენა.
მამარდაშვილის სკამზე დატოვებას “ვალენსიას” გულშემატკივარი უკმაყოფილოდ შეხვდა და ითხოვენ, ქართველს მეტი სათამაშო დრო მიეცეს.
“სად არის მამარდაშვილი?”
“სამწვრთნელო შტაბი მამარდაშვილს საშინლად ექცევა”
“რა ხდება საერთოდ? მამარდაშვილი თასზეც არ ითამაშებს?
“მე ვერ ვუგებ ბორდალასს მამარდაშვილზე. უბრალოდ ვერ ვუგებ”
გიორგიმ ლა ლიგის საწყის ტურებში სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ “რეალთან” და “სევილიასთან” დაშვებული შეცდომების გამო ბორდალასმა ჯერ სილესენი დააბრუნა ძირითადში და გიორგიმ სკამზე გადაინაცვლა. მოსალოდნელი იყო, რომ მამარდაშვილი თასზე მაინც გამოვიდოდა, თუმცა მწვრთნელმა ამჯერადაც არ მისცა შანსი. მამარდამ ბოლოს 22 სექტემბერს ითამაშა.