სად გაიმართება “ლივერპულისა” და “ლაიფციგის” მატჩი?
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ლივერპულსა” და “ლაიფციგს” შორის გასამართი შეხვედრა კვლავაც ბუდაპეშტში გაიმართება.
ინგლისურ-გერმანული დაპირისპირების პირველი შეხვედრა “პუშკაშ არენაზე” გაიმართა და იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა (0-2). განმეორებითი მატჩსაც იგივე სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრა მომავალ ოთხშაბათს, 10 მარტს 23:59 საათზე აირებს სტარტს.
როგორც იცით, მატჩები გერმანიასა და ინგლისის ნაცვლად უნგრეთში კორონავირუსთან საბრძოლველად შემუშავებული შეზღუდვების გამო იმართება. გერმანიის მთავრობამ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენის გამო ინგლისურ კლუბს საკუთარ ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება არ მისცა.
“პუშკაშ არენა” მართლაც რომ ბრწყინვალე სტადიონია. ძალიან გავს “ატლეტიკოს” სტადიონს, რომელიც ჩვნთვის ძალიან სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. მოედნის საფარიც ძალიან კარგი იყო,” – განაცხადა კლოპმა ბუდაპეშტში მდებარე სტადიონის შეფასებისას.